ავტორი
ABC

ABC ესპანური ნაციონალური ყოველდღიური გაზეთია. დაარსდა მადრიდში 1903 წლის 1 იანვარს. თავდაპირველად ის ყოველკვირეული გამოცემა იყო, მაგრამ მალევე, 1905 წლიდან ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა. ABC ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი გაზეთია ესპანეთში, ხოლო მადრიდის მოქმედ გაზეთთაგან - უძველესი. ABC ცნობილია, როგორც კონსერვატიული იდეების მხარდამჭერი და ესპანური მონარქიის დამცველი გამოცემა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გაზეთი ორ სხვადასხვა ვერსიად გამოიცემოდა. 1936 წლის 20 ივლისიდან, ანუ ომის დაწყებიდან მალევე, „ABC მადრიდმა“ შეცვალა თავისი ბეჭდვის შრიფტი, რაც მისი პოლიტიკური ხედვების რესპუბლიკელების სასარგებლოდ შეცვლასაც ნიშნავდა.“ABC სევილია“ კი ნაციონალისტების მხარეს იყო. ომის დასრულების შემდეგ ABC დაუბრუნდა მადრიდსა და თავის ძველ პოლიტიკურ კურსს და კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის უდიდესი გამოცემა. 2009 წლის 25 სექტემბერს მან განაახლა თავისი არქივი, რომელიც 1903 წლიდან დღემდე ყველა ნომერს მოიცავს.

დღესდღეობით ABC კონკურენტი ყოველდღიური ესპანური გამოცემებისგან განსხვავებით არა ტაბლოიდურ, არამედ კომპაქტურ ფორმატში გამოიცემა. მისი მფლობელია ესპანური მედიაკომპანია Grupo Vocento, გამომცემელი - კატალინე ლუკა დე ტენა (Catalina Luca de Tena), მთავარი რედაქტორი - ანგელ ექსპოსიტო (Ángel Expósito). გაზეთის ტირაჟი დღეში 243254 ეგზემპლარია.

abc.es


ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
ბოლო სიახლეები
28 ივნისი 2016
რისი ეშინიათ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ?
ავტორი:უფე ელემანი
27 ივნისი 2016
საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ, ბრექსიტმა, გამახსენა, რომ არ მიყვარს რეფერენდუმები.
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა