ავტორი
ABC News

“ეი–ბი–სი ნიუსი“ ამერიკული სამაუწყებლო კომპანიაა, რომელიც ჯგუფ ABC-ს (American Broadcasting Company) ნაწილია და ის 1945 წლის 15 ივნისს დაარსდა. მისი შტაბ–ბინა ნიუ–იორკშია (აშშ). 1948 წლის ზაფხულში „ეი–ბი–სი ნიუს“-მა ნიუ–იორკის ცენტრალური ოფისიდან მაუწყებლობა დაიწყო. დღესდღეობით ის ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ძალიან პოპულარულია, მაგრამ იყო წლები, როდესაც მაყურებელთა რაოდენობით მას მხოლოდ მესამე ადგილი ეკავა CBS News-ისა და NBC News-ის შემდეგ.

1977 წელს, როდესაც ABC Sport-ის ხელმძღვანელი რუნი არლიჯი (Roone Arledge) ABC News-ის პრეზიდენტი გახდა, არხის პროგრამებმა პოპულარობის პიკს მიაღწია, გაიზარდა სარეკლამო შემოსავლები და მთლიანად, ABC ჯგუფის ბიუჯეტი. ალრიჯმა შექმნა თავისი სამაუწყებლო მოდელი, რომელმაც ABC News-ს ნაციონალური აღიარება მოუტანა. ალრიჯის შექმნილია არხის ყველა დროის ყველაზე პოპულარული შოუები: 20/20, ABC World News, This Week, Nightline და Primetime Live. „ეი-ბი-სი ნიუსის“ სლოგანია: „ამერიკელების უმეტესობა ინფორმაციას ABC News-იდან იღებს და არა - სხვა წყაროებიდან“. მართლაც, უამრავი ადამიანი ინტერნეტს, რადიოსა და ტელევიზიას მიმართავს, რათა სწორედ ABC News-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნოს.

ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში „ეი–ბი–სი“-ს პროგრამების ტრანსლირებას 24-საათიანი სატელიტური მაუწყებელი Orbit News უზრუნველყოფს, რომელიც ევროპელ მომხმარებელს სხვადასხვა ამერიკული არხების (ABC, NBC, PBS და MSNBC) ყურების საშუალებას აძლევს. Orbit News-ით სარგებლობა შესაძლებელია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებშიც. დიდ ბრიტანეთში „ეი-ბი-სი ნიუსი“ რეგულარულად ღამის 1:30 საათზე BBC News Channel-ის ეთერში ირთვება და მთელი ღამის განმავლობაში მაუწყებლობს, თუმცა, ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, „ეი-ბი-სი“-ზე გასული რეკლამის ეთერში გაშვება BBC-ს ეკრძალება.

ABC და BBC საჭიროების შემთხვევაში ვიდეომასალებსა და კორესპონდენტებს ერთმანეთში ცვლიან.

ABC News-ის მფლობელი ABC ჯგუფი Walt Disney Company-ს შვილობილი ორგანიზაციაა. „ეი-ბი-სი“ ჯგუფის პრეზიდენტია ენ სვინი (Anne Marie Sweeney), ხოლო ABC News-ს სათავეში ბენ შერვუდი (Ben Sherwood) უდგას.

abcnews.go.com



ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
ბოლო სიახლეები
28 ივნისი 2016
რისი ეშინიათ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ?
ავტორი:უფე ელემანი
27 ივნისი 2016
საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ, ბრექსიტმა, გამახსენა, რომ არ მიყვარს რეფერენდუმები.
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა