ავტორი
Agence France-Presse

სააგენტო „ფრანს-პრესი“ - უმსხვილესი ფრანგული საინფორმაციო სააგენტო. უძველესი საინფორმაციო სააგენტო მსოფლიოში. AFP უმსხვილესი სააგენტოების სამეულში შედის Associated Press და Reuters-თან ერთად. AFP დაარსდა 1944 წელს სააგენტო Havas -ის ბაზაზე (ეს უკანასკნელი 1935 წელს პარიზელმა თარჯიმანმა შარლ-ლუი ჰავასმა (Charles-Louis Havas) დააარსა; Havas დახურა ვიშის მთავრობამ).

სააგენტოს შტაბ-ბინა პარიზშია. აქვს საერთაშორისო ოფისები ვაშინგტონში, ჰონ-კონგში, ნიკოსიასა და მონტევიდეოში. AFP-ს ბიუროები მსოფლიოს 110 ქვეყანაშია. სააგენტოს ინფორმაცია ფრანგული ენის გარდა ხელმისაწვდომია ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე.

AFP მთავრობის მიერ დაქირავებული საჯარო კორპორაციაა და მოქმედებს 1957 წლის კანონის თანახმად, მაგრამ ოფიციალურად ის საფრანგეთის მთავრობისგან დამოუკიდებელი კომერციული ბიზნესია. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და თხუთმეტკაციანი საბჭო მართავს (საბჭო: ფრანგული პრესის 8 წარმომადგენელი, AFP-ს ორი თანამშრომელი, სახელმწიფო რადიოს და ტელევიზიის ორი წარმომადგენელი, მთავრობის სამი წარმომადგენელი: ერთს ასახელებს პრემიერ-მინისტრი, მეორეს ფინანსთა მინისტრი, მესამეს საგარეო საქმეთა მინისტრი)

სააგენტოს მთავარი კლიენტი საფრანგეთის მთავრობაა, რომელიც მისთვის ხელმომწერებს იზიდავს. სააგენტოს ირიბი სუბსიდიის წყარო სწორედ ეს გამოწერებია. სააგენტოს წესდება კრძალავს მთავრობისგან პირდაპირი დაფინანსების მიღებას.

afp.com


გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
ბოლო სიახლეები
28 ივნისი 2016
რისი ეშინიათ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ?
ავტორი:უფე ელემანი
27 ივნისი 2016
საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ, ბრექსიტმა, გამახსენა, რომ არ მიყვარს რეფერენდუმები.
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა