ჩვენ შესახებ
ავტორი :
14:58 09-02-2009

ჩვენ გვჯერა, რომ სიტყვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცარიელი სიტყვები არ არის და რომ მათ არსებობას გადამწყვეტი, თითქმის უმთავრესი როლი ენიჭება თავისუფალი საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და დაკავშირებული, ამიტომ იმას, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე უცხოეთში, როგორ აღგვიქვამენ, როგორ აანალიზებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც იმას, თუ რას ვფიქრობთ და როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს ჩვენვე - ეს ორი მომენტი ერთმანეთს კვეთს, ავსებს და თანაარსებობს.

ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების აქტივობას, სამოქალაქო ინიციატივას ყველა დონეზე ხელშესახები რეზულტატის მოტანა შეუძლია.

სწორედ ამ მოსაზრებათა გამო, 2008 წლის აგვისტოში შევქმენით ბლოგი, სადაც საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონზე უცხოურ, ძირითადად დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას ქართულად ვთარგმნიდით და ვაქვეყნებდით.

მოგვიანებით, ამ ინიციატივას ”ღია საზოგადოება - საქართველომ” დაუჭირა მხარი. ჩვენი აზრით, გვერდს, ინფორმაციულის გარდა, საგანმანათლებლო ფუნქციაც ეკისრება. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ უპირატესობას ანალიტიკურ პუბლიკაციებს, რეფლექსიას ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.

ძალიან გვინდა, რომ პროექტმა ყველას ერთად რეალური, ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს, დაგვეხმაროს არსებული რეალობის გააზრებაში და, შესაბამისად, ადეკვატური მოქმედების შესაძლებლობა მოგვცეს.

პატივისცემით,

პროექტის ავტორები: თეონა გეგელია, ნანა ზარდიაშვილი


FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,