სააკაშვილი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით კონსტიტუციას არ შეცვლის
ავტორი :
გამოცემა :
18:12 19-05-2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ 2013 წლის მისი მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებებს არ შეიტანს


"ეს ჩემი ბოლო საპრეზიდენტო ვადაა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ჩემი ინტერესებისთვის არ ვაპირებ" - ქართული ტელევიზიების ეთერში დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლიდანაა, ხაზგასმით თქვა, რომ ამ კავკასიურ ქვეყანას სჭირდება "ძალიან ძლიერი" პარლამენტი და პრეზიდენტი, იმ მრავალრიცხოვანი პრობლემების გამო, რომლებსაც იგი აწყდება.

თავის მხრივ, ქართველმა ლიდერმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციებმა, რომლებიც 9 აპრილს დაიწყო "თავისი რესურსი ამოწურა."

სააკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა დაეთანხმონ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლითაც ის ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად.

"როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ყოველთვის მოიძებნება ადამიანების ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მის შედეგებს არ აღიარებს" - თქვა მან.

ის ასევე ამტკიცებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

11 მაისს სააკაშვილი ოპოზიციის რამდენიმე ლიდერს შეხვდა, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ოპოზიციონერ ლევან გაჩეჩილაძეს. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

აპრილის დასაწყისიდან, ქართული ოპოზიცია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მშვიდობიან კამპანიას მართავს, მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს.

ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს ავტორიტარიზმში და ხელისუფლებაში მეორედ თაღლითობით მოსვლაში ადანაშაულებენ, მას ასევე აკისრებენ პასუხისმგებლობას რუსეთთან ომში დამარცხებისა და სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვის გამო.

საქართველო ჯერ კიდევ არ გამოსულა იმ საპროტესტო კამპანიის მდგომარეობიდან, რომელსაც ოპოზიცია 2007 წლის ნოემბერში მართავდა, რომლის შემდეგაც სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა