მანიფესტანტები საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლას აძლიერებენ
გამოცემა :
20:43 26-05-2009

პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საქართველოში ათასობით მანიფესტანტი გამოვიდა


ოპოზიციური დემონსტრაციები საქართველოს დედაქალაქ თბილისში კვირების განმავლობაში მიმდინარეობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დაახლოებით 60 000-დან 100 000-მდე დემონსტრანტი ოპოზიციურ აქციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის სტადიონზე შეიკრიბა.

ვიდრე მანიფესტანტები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ABC -ს განუცხადა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა.

"ჩვენ არანაირი ილუზია არა გვაქვს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სააკაშვილი გადადგება" - განაცხადა მან.

ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სხვა აქციების დროს მომხდარი ინციდენტების გამო, საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარება გადადო, რითაც როგორც თავად განაცხადა, მათ მანიფესტანტებთან შეტაკების თავიდან აცილება სურდათ.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა