აქვს თუ არა მინისტრს სტრიპტიზის მოცეკვავის გამოცდილება?
ავტორი :
გამოცემა :
03:04 31-07-2010

რუსული ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო საქართველოს მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს


საქართველოში სექსუალური სკანდალის სურნელია. ყოველდღიურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით: „სტრიპტიზის მოცეკვავიდან - მინისტრობამდე“ და გაავრცელა ფოტო, რომელიც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის, 28 წლის ვერა ქობალიას დისკრედიტაციას ახდენს.

ფოტოზე სექსუალურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი თავის დასთან და სამ მეგობართან ერთად მაგიდაზე ცეკვავს. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფოტო კანადაში, სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული, ქვეყანაში სადაც მინისტრმა 15 წელი იცხოვრა.

ქართველმა გოგონამ საკუთარი თავის დაცვა მოახერხა. მან განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში არდადეგების დროსაა გადაღებული. ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზიციამ მთავრობაზე შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, მაშინ მე სანერვიულო არაფერი მაქვს“ - განაცხადა მან.

სხვადასხვა უცხოური გაზეთის ინფორმაციით, სკანდალი მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისედაც კრიტიკის ქარცეცხლშია, რუსეთმა საგანგებოდ ააგორა. მედია კითხულობს: როგორ გახდა ასეთი ახალგაზრდა, პოლიტიკურად გამოუცდელი ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი? მით უფრო, რომ ზოგიერთი მედია-საშუალება მისი კარიერის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. გაზეთი Vancouver Sun-ი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალს არასდროს უმუშავია კანადურ ტელევიზიაში, მიუხედავად იმისა რომ ეს ჩანაწერი არსებობს მინისტრის ბიოგრაფიაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა