მოსკოვი რუსულ-ქართული მაფიის სავარაუდო წევრს ესპანეთს გადასცემს
ავტორი :
გამოცემა :
17:15 04-03-2011

მოსკოვმა რუსულ-ქართული მაფიის სავარაუდო წევრის ესპანეთისთვის გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება


ხუთშაბათს რუსეთის სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ესპანეთისთვის ბიზნესმენ ლეონიდ კაპლანის, იგივე ლეონ ლანის გადაცემის შესახებ. კაპლანს ბრალად ედება ესპანეთის ტერიტორიაზე მოქმედ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი.

3 მარტს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო ბიზნესმენების ადვოკატთა სარჩელი რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის ვიქტორ გრინის განკარგულების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კაპლანი ესპანეთის ხელისუფლებას უნდა გადაეცეს - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“.

ბიზნესმენის გადაცემაზე მოთხოვნა ესპანელმა მოსამართლემ ფერნანდო ადრეუმ გააკეთა, რომელიც შარშან რუსეთშიც იმყოფებოდა ფულის გათეთრებაში ბრალდებული საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმის სასამართლო გამოძიების ფარგლებში.

საქმოსნის ადვოკატმა მარინა იაროშმა განაცხადა, რომ ეს იყო „არა სასამართლო პროცესი, არამედ სპეცოპერაცია, რომელშიც მოსამართლე მონაწილეობდა“.

იაროშის თქმით, მისი კლიენტი ონკოლოგიური საავადმყოფოდან იძულებით მიიყვანეს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში, სადაც ის მკურნალობდა.

„მიუხედავად ონკოლოგიური დიაგნოზისა და ექიმების წინააღმდეგობისა, ის ძალით წამოიყვანეს საავადმყოფოდან, შემდეგ სასამართლო პროცესი ისე გამართეს, რომ ადვოკატებს არაფერი შეატყობინეს“ - აღნიშნა ადვოკატმა.

კაპლანის დაცვის წარმომადგენლები მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კაპლანი, რომელზეც ესპანეთის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა და ინტერპოლს გადასცა, რუსეთის დედაქალაქში 2010 წლის მარტში დააკავეს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი იუწყება, რომ „ლეონიდ კაპლანს ბრალი ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობასა და უკანონო შემოსავლების გათეთრებაში, ხოლო ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოები მას საერთაშორისო დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურად მიიჩნევენ“.

ესპანეთის ხელიუსფლება კაპლანს იმაში სდებს ბრალს, რომ ის იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია, რომელსაც ზაქრო კალაშოვი ხელმღვანელობს და რომელიც რუსულ-ქართული მაფიის მეთაურად მიიჩნევა. კალაშოვი დუბაიში 2006 წელს დააკავეს.

ესპანეთის ანტი-კორუფციული პროკურატურა კალაშოვს და სხვა პირებს ადანაშაულებს, მათ შორის ლანს (კაპლანს), რომელთა დიდი ნაწილი 2005 წელს ოპერაცია Avispa-ს დროს დააკავეს. ამ ოპერაციის მიზანი რუსეთის არალეგალური კაზინოებიდან მიღებული მილიონობით ევროს გათეთრებასთან ბრძოლა იყო. ამ ფულით ესპანეთში უძრავ ქონებას ყიდულობდნენ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, წარმოშობით ნოვოსიბირსკელი ლეონიდ კაპლანი ჯერ კიდევ 1976 წელს საცხოვრებლად ისრაელში გაემგზავრა, მოგვიანებით კი ლეონ ლანის სახელით ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.

იმავდროულად, 2003 წელს ლანმა არალეგალური გზით მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი. ფედერალურმა საემიგრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ პასპორტი მოქმედი რუსული კანონმდებლობის გვერდის ავლით გაიცა და ის გააუქმა.

2009 წლის შუა პერიოდიდან, კაპლანი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ემალებოდა რუსეთის, ესპანეთის და ამერიკის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს რამდენიმე მილიონი დოლარით განხორციელებული თაღლითური ოპერაციების გამო.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა