საქართველოს სურს ამერიკისგან სტალინის საყვარელი ღვინო გამოისყიდოს
ავტორი :
გამოცემა :
16:14 05-03-2011

საქართველო აპირებს იმ ქართული წითელი ღვინის მარკის გამოყენების უფლების გამოსყიდვას, რომელიც იოსებ სტალინს უყვარდა. თბილისი ამტკიცებს, რომ ღვინის წარმოების კულტურა სწორედ საქართველოში დაიბადა და ამ არგუმენტებს არქეოლოგიური კვლევის შედეგებით ამყარებს


საქართველოს სურს ამერიკული კომპანიისგან იოსებ სტალინის საყვარელი წითელი ღვინის სახელწოდების გამოყენების უფლების გამოსყიდვას. ამის შესახებ პარასკევს იმ ქვეყნის ჩინოვნიკმა განაცხადა, რომელიც საბჭოთა დიქტატორის სამშობლოა.

საქართველოს საპატენტო ბიურო მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ში დარეგისტრირებულ კომპანია Dozortsev and Sons-თან, რომელიც აშშ-ში ექსკლუზიურ უფლებებს ფლობს ქართულ ღვინო „ხვანჭკარაზე“.

იმ ფაქტმა რომ ღვინის სახელწოდებას იყენებს „კერძო კომპანია, შეიძლება ჩვენი ღვინის მწარმოებლების ინტერესებს ავნოს“ - აცხადებს საპატენტო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე. „ხვანჭკარას“ „უნიკალური გემო“ აქვს და მას შეზღუდული რაოდენობით ამზადებენ საქართველოს ერთ-ერთ მოშორებულ რეგიონში - დასძინა მან.

კომპანია Dozortsev and Sons-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სტალინი ამ ღვინოს იმდენად აფასებდა, რომ „ხვანჭკარათი“ ამერიკის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს უმასპინძლდებოდა 1945 წლის თებერვალში იალტის კონფერენციის დროს.

საქართველო ამტკიცებს რომ ღვინის სამშობლოა და არქეოლოგიური კვლევის შედეგებს იმოწმებს, რომელიც ადასტურებს რომ ამ ქვეყანაში ღვინის წარმოება ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყო და შემდეგ დასავლეთ-ევროპაში გადავიდა.

მას შემდეგ რაც რუსეთთან ურთიერთობების მორიგი გამწვავების მერე, 2006 წელს მოსკოვმა ქართული ღვინის მიღებაზე ემბარგო დააწესა, ქართული ღვინის ექსპორტი 80%-ით დაეცა. ორი წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ომი გაჩაღდა.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა