არაბული აჯანყებით შთაგონებული ათასობით ქართველი პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს
გამოცემა :
12:58 22-05-2011

არაბული სამყაროს პოპულარული ამბოხებით შთაგონებული ათასობით ქართველი ქვეყნის დედაქალაქში ქუჩაში გამოვიდა, რათა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოეთხოვა. მათ ასევე მოუწოდეს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისკენ


სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, „სახალხო კრების“ ოპოზიციური ალიანსის დაახლოებით 10 000-მა დემონსტრანტმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, ასზე მეტმა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ბათუმში, სადაც აქცია პოლიციამ დაშალა.

„ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და ვიბრძვით ნეობოლშევიზმის წინააღმდეგ“ - AFP-ს განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა და სააკაშვილის მთავრობის პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ.

„ჩვენ მოვითხოვთ სააკაშვილის გადადგომას იმისთვის, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ“ - თქვა მან.

აქციაზე გამომსვლელებმა სააკაშვილი ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და განაცხადეს რომ მან ვერ შეძლო საყოველთაო სიღატაკის დაძლევა და დაკარგა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი 2008 წელს ქვეყნის კატასტროფულ ომში რუსეთთან.

დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ პოლიციამ დაშალა პარალელური აქცია ბათუმში მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ადგილობრივ ტელევიზიაში შეჭრას შეეცადნენ, მოითხოვდნენ რა დემონსტრაციების პირდაპირ ეთერში გადაცემას.

შავი ზღვის რეგიონის აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ცირა აბულაძემ ბათუმიდან Reuters-ს ტელეფონით აცნობა, რომ 400-ზე მეტი ადამიანი ტელევიზიის კარს აწვებოდა და ფანჯრებს ქვებს ესროდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსკოვის მხარდაჭერილი აჭარის ლიდერი 2004 წელს გააძევა და რეგიონზე თბილისის კონტროლი გააძლიერა, მაგრამ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ორი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ თბილისის კონტროლს მიღმა რჩება.

ოპონენტები სააკაშვილს ადანაშაულებენ, რომ მან საქართველოში ავტოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო, სარკინიგზო და ენერგეტიკული მარშრუტები გადის.

Reuters-ის თანახმად მანიფესტანტებმა, რომლებსაც წინ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე მიუძღოდა, თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩაიარეს, გადაკეტეს ქუჩა და შემდეგ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.

„ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად. ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლაა ყველა ჩვენთაგანისთვის და არ ვაპირებთ უკან დახევას“ – უთხრა შეკრებილთ ნინო ბურჯანაძემ.

2008 წელს ომში დამარცხებისა და 2007 წლის აქციების დარბევის მიუხედავად, სააკაშვილი ქვეყნის ყველაზე ძლიერ ფიგურად რჩება და ბევრი ფიქრობს, რომ ის შეძლებს ქართულ პოლიტიკაში დომინირებას 2013 წლის შემდეგაც, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა