რუსეთი და საქართველო ერთმანეთს სტრასბურგის სასამართლოში დაუპირისპირდნენ
ავტორი :
გამოცემა :
14:55 23-09-2011

ხუთშაბათს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთი და საქართველო შეეცადნენ იმ კონფლიქტზე, რომელიც 2008 წელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის ირგვლივ გაჩაღდა, პასუხისმგებლობა ერთმანეთისთვის დაეკისრებინათ.


მომჩივანი ქართული მხარეა. ოფიციალური თბილისი მოსკოვის ძალებს ბრალს დებს სამხედრო დანაშაულებებში და საკუთრების ხელყოფის ფაქტებში იმ სამხედრო ჩარევის დროს, რომელიც რუსეთმა ოსეთის და მეორე სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის მხარდაჭერის მიზნით განახორციელა.

ქართულმა მხარემ იმ „ათასობით ქართველზე“ ისაუბრა, რომლებსაც კონფლიქტის გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ, და „160-ზე მეტ“ მშვიდობიან მოქალაქესა და სამხედროზე, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ და რომლებსაც სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ კიდეც.

რუსეთმა თავის მხრივ ყველა ბრალდება უარყო და ხაზი გაუსვა იმას, რომ სარჩელის მიღებისთვის სასამართლოს საფუძველი არ აქვს, რადგან მისი თქმით, საუბარია ტერიტორიაზე, რომელზეც სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი მატიუშკინმა აღნიშნა, რომ საქართველომ თავად გააჩაღა ომი, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოს, ცხინვალს (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) მძიმე არტილერიით თავს დაესხა.

2 000 ინდივიდუალური სარჩელი

„საქართველოს რომ არ დაერღვია საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოუყენებლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებითაა განსაზღვრული, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებები არ დაირღვეოდა“, - განაცხადა მატიუშკინმა. „საუბარია დასაშვებ სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც სამხედრო სამართლით რეგულირდება“, - დასძინა მოსკოვის ადვოკატმა მაიკლ სვენსტონმა.

შემდეგ, საქართველომ გააკრიტიკა ის, რომ მოსკოვი ადგილობრივ ხელისუფლებას აკონტროლებს და უარს ამბობს მისი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამოძიებაზე. „რუსეთის ფედერაციაში საკუთარი შეიარაღებული ძალების დაუსჯელობის კულტურაა დამკვიდრებული“, - განაცხადა თბილისის ადვოკატმა ბენ ემერსონმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო, გადაწყვეტილებას ერთ-ერთი მომდევნო სხდომის დროს მიიღებს. 2009 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ საერთაშორისო საგამოძიებო ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა, არცერთი მხარე გამართლებული არ არის.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებების ათვლის წერტილად იქცა სამხრეთ ოსეთზე საქართველოს გაუმართლებელი თავდასხმა, და რომ დასაწყისში რუსეთის გამართლებული საპასუხო რეაქცია საბოლოო ჯამში „თავდაცვის გონივრულ საზღვრებს გასცდა“. გამოძიების თანახმად, ხუთდღიანი კონფლიქიტის დროს, 640 ადამიანი დაიღუპა (მათ შორის 390 მშვიდობიანი მოქალაქე), მაშინ როდესაც საკუთარი სახლების მიტოვება დაახლოებით მილიონ ადამიანს მოუწია.

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ 2 000 ინდივიდუალური სარჩელი მიიღო ორივე ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც მათ ამ ხანმოკლე კონფლიქტის დროს ფუძემდებელი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა