საქართველო და რუსეთი კავშირების ნაწილობრივ აღდგენას ცდილობენ
გამოცემა :
15:26 15-12-2012

2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენაზე გეგმის შემუშავება პირველი პირდაპირი მოლაპარაკების ფარგლებში დაიწყეს, განაცხადა შაბათს ქართველმა შუამავალმა.



რუსეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა ომის გამო, რომელსაც წინ უძღოდა მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობა მოსკოვის მხრიდან საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის მხარდაჭერისა და იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ნატოში გაწევრიანება სურდა. ამას კი სავაჭრო ურთიერთობების სრული შეწყვეტა მოჰყვა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კოალიციამაც სააკაშვილის მმართველი პარტია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა, ამბობს, რომ სურს მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება და, იმავდროულად, აშშ-სა და ევროპასთან მეგობრული კავშირების შენარჩუნება.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ის საკითხები, რომელთა შესახებაც ვგეგმავთ მოლაპარაკებების დაწყებას: ვაჭრობა, ადამიანური და კულტურული კავშირები და რეგულარული ფრენების აღდგენა ორ ქვეყანას შორის“, განუცხადა ჟურნალისტებს ივანიშვილის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

პარასკევს ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებდა, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება, თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ წარმომადგენლებმა „ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთსა და საქართველოს შორის კონკრეტულ სფეროებში“.

საქართველო მოწადინებულია, რომ აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან, რომელმაც საქართველოს ორი უმთავრესი პროდუქტის, ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა, ჯერ კიდევ ომამდე დაძაბული ურთიერთობების გამო.

დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას და რუსეთმა ცხადად გამოხატა, რომ არ არსებობს საფუძველი ორ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე სასაუბროდ, რომლებიც მან ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

რუსულმა სამხედრო ძალებმა დამანგრეველი პასუხი გასცეს საქართველოს შეტევას სამხრეთ ოსეთზე 2008 წლის აგვისტოში და შენაერთები თბილისისკენ დაძრეს და მხოლოდ მას შემდეგ დაიხიეს უკან, რაც ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდა. ორივე მხარე კონფლიქტის დაწყებას ერთმანეთს აბრალებს.

გასული წლების განმავლობაში რუსეთმა და საქართველომ რამდენიმე მოლაპარაკება აწარმოეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და სეპარატისტული რეგიონების თაობაზე, მაგრამ ორმხრივი კავშირების აღდგენის საკითხი არასდროს განუხილავთ.

ორიგინალი




FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,