საქართველო სამ ყოფილ ჩინოვნიკს მექრთამეობის ბრალდებით აპატიმრებს
გამოცემა :
21:36 19-12-2012

ქართველმა პროკურორებმა ოთხშაბათს სამი ყოფილი მაღალჩინოსანი და ერთი ძლიერი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს, აფართოვებენ რა გამოძიებას, რომლსაც ოპოზიცია ახალი მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ დევნას უწოდებს.



ოცზე მეტი ყოფილი ჩინოვნიკი დააპატიმრეს და რამდენიმეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს ბრალი მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ პირველი ოქტომბრის არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია დაამარცხა.

ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ცხრაწლიანი დომინირების დასრულების შემდეგ, მისი მოკავშირეები ამბობენ, რომ შიშობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ივანიშვილის ახალი ადმინისტრაცია მართავს.

ოთხშაბათს დაპატიმრებულთა ჯგუფში შედიან იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.

„ყველა მათგანი ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაყალბებასა და მასშტაბურ მექრთამეობაში“, განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სპიკერმა ნათია სუხიაშვილმა.

ამ დაპატიმრების ტალღაში მოჰყვა ასევე დევი კანდელაკიც, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ მოქმედი ხელმძღვანელი, კომპანიისა, რომელსაც რუსული „ინტერრაო“ აკონტროლებს.

სუხიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულების საქმეში ფიგურირებს 1 მილიონი დოლარის ქრთამი „თელასის“ და სხვა იმ სამი კომპანიის ფინანსური შემოწმების სანაცვლოდ, რომელთა გაერთიანებასაც „თელასი“ ერთ ჰოლდინგში გეგმავდა.

„ინტერრაოს“ წარმომადგენელმა მოსკოვში ანტონ ნაზაროვმა Reuters-ს განუცხადა, რომ 1 მილიონი დოლარი ლეგიტიმურად არის გადახდილი იმ საკონსულტაციო კომპანიებისთვის, რომლებსაც ფირმები უნდა შეემოწმებინათ, რადგან „ინტერრაო“ საქართველოს მთავრობასთან საგადასახადო ხელშეკრულებისთვის ემზადებოდა.

„ინტერრაოს“ გადასახადების გაიოლების სანაცვლოდ ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები აქვს.

სააკაშვილმა დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ ბრალდებები დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ „ძალიან საეჭვო და ყალბია“.

„მოვითხოვ სასწრაფოდ გათავისუფლდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელი და ბოლო მოეღოს ამ უკანონობას“, განაცხადა სააკაშვილმა.

პოლიტიკური დევნა

რეფორმები, რომელიც პრეზიდენტს ასუსტებს და პარლამენტს აძლიერებს ძალაში მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს, იმ არჩევნების, რომელში მონაწილეობის უფლებაც სააკაშვილს აღარ აქვს.

მაგრამ დღეს ის სახელმწიფოს მეთაურია და ევროპა და შეერთებული შტატები, რომლებიც სიფრთხილით აკვირდებიან რუსული გავლენის გავრცელების ნებისმიერ მცდელობას, ივანიშვილს და სააკაშვილს თანაცხოვრების პერიოდში თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.

არასტაბილურობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ წარმოაგდენს ინტერესის საგანს დასავლეთისთვის, რომელიც კავკასიას სატრანზიტო მარშრუტად იყენებს ევროპაში კასპიის ზღვის ენერგომატარებლების მიწოდებისთვის და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს შავ ზღვაზე რუსეთს და ირანს, თურქეთს და ცენტრალურ აზიას შორის.

საქართველოს ახალი მთავრობა უარყოფს იმას, რომ დაპატიმრებები პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილია.

ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბბინასთან აქცია მოაწყვეს და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. ამ დროს სააკაშვილი შენობაში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრას მართავდა.

აქტივისტები ფიზიკურადაც თავს დაესხნენ რამდენიმე პარლამენტარს, როდესაც ისინი შენობიდან გამოვიდნენ.

ორიგინალი




FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,