ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმისთვის საქართველომ 12 ადამიანი დააკავა
ავტორი :
გამოცემა :
01:45 20-07-2013

შაბათს, საქართველოს პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა, ოპოზიციის ლიდერებზე მასობრივი თავდასხმისთვის დასავლურ ქალაქ ზუგდიდში დაძაბული სიტუაციის ფონზე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, განაცხადეს ჩინოვნიკებმა.


ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გასული კადრების თანახმად, აქციის მონაწილეებმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქვები დაუშინეს, როდესაც ისინი ზუგდიდის დრამატულ თეატრთან მივიდნენ პარტიულ კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც პარტიის ხელმძღვანელებში საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის მიზნით პრაიმერი უნდა ჩატარებულიყო.

რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი ხალხის მასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდა და კონფერენციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, მაგრამ პოლიციამ ტერიტორია კორდონით შემოღობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შენობაში შეაცილა.

ერთ-ერთი კანდიდატი, პრემიერმინისტრის ყოფილი მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირე გიორგი ბარამიძე და ერთი ჟურნალისტი მსუბუქად დაზიანდნენ.

„თორმეტი პირი დააკავეს და მათ წინააღმდეგ აღიძრა საქმე მსუბუქი ხულიგნობის მუხლით“, უთხრა AFP-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნინო გიორგობიანმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა „ქვების მსროლელთა აქციის“ ორგანიზებაში.

მაგრამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ დამდეგი საპრეზიდენტო არჩევნები სამაგალითო იქნება. ასე რომ, ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას და ვგმობთ ძალადობას“.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა კოალიციასთან, რომელსაც დღევანდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში.

ორი ლიდერის რთული კოაბიტაცია 2013 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება, როდესაც სააკაშვილის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა