საქართველოს პრეზიდენტი პუტინის ოპონენტთან ერთად მწვერვალს იპყრობს
ავტორი :
გამოცემა :
17:54 10-09-2013

სპორტის მოყვარული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე მისი მოსისხლე მტრის, ვლადიმერ პუტინის სასტიკ კრიტიკოსთან ერთად ავიდა.


მაჩოს შოუში, რომელიც რუსეთის პირველი პირის ანალოგიურ სცენებს მოგაგონებდათ, სააკაშვილი მკაცრ პირობებში შეეცადა 5,047 მეტრის სიმაღლის ყაზბეგის მწვერვალის დაპყრობას, რომელიც კავკასიის მთებში რუსეთის საზღვრთან ახლოსაა.

სარეკლამო ტრიუკში, რომლის მიზანიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტურიზმის პოპულარიზაციაა, სააკაშვილი ადამიანების ჯგუფთან ერთად, რომელთა შორის იყო რუსი ოპოზიციონერი, პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ლიბერალი ანდრეი ილარიონოვი, მწვერვალისკენ ქარის და ცუდი ხილვადობის პირობებში მიიწევდა.

„მიუხედავად სასტიკი გზისა, ჩვენ მაინც მივაღწიეთ ჩვენს მიზანს!“ წერდა სააკაშვილი ორშაბათს Facebook-ის საკუთარ გვერდზე. „მწვერვალის ბოლო ნაწილი ალპინისტების თოკებით და სპეციალური აღჭურვილობით გავიარეთ“.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე ვხედავთ თოვლიან მწვერვალზე მდგარ მომღიმარ სააკაშვილს, ყველა საჭირო ინტრუმენტით აღჭურვილს, ყინულმჭრელითა და დამცავი თოკით. მეორე ფოტოზე საქართველოს ლიდერი და მისი მეგობარი მთამსვლელები საქართველოს და რუსეთის დროშებით პოზირებენ.

„როგორც კი მიაღწევ მწვერვალს, განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობ იმას, თუ მართლაც რამდენად ლამაზი და გამორჩეულია ჩვენი საქართველო“, წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი, რომელიც მანამდე შავი ზღვის საცურაო მარათონში მონაწილეობდა და საცურაო კოსტიუმში პოზირებდა კამერების წინ, პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადის ამოწ
რვის შემდეგ, მომავალ თვეში დატოვებს.

მის სპორტულ გმირობებს წარსულში ხშირად ადარებდნენ პუტინის საყოველთაოდ ცნობილ ანალოგიურ ქმედებებს, როგორიც იყო ციმბირის მდინარეში ცურვა, ვეფხვის დაჭერა და დელტაპლანით ფრენა.

ისინი ერთმანეთს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომში შეერკინენ და პერსონალური მტრობის დემონსტრირება მოახდინეს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა პირობა დადო, რომ საქართველოს პრეზიდენტს „კვერცხებით დაკიდებდა“.

კლასიკური მითოლოგიის ზოგიერთი ვერსიით, ბერძნების ღმერთმა ზევსმა ტიტანი პრომეთე ყაზბეგის მთაზე მიაჯაჭვა, დასაჯა რა ის იმისთვის, რომ ღმერთებს ცეცხლი მოპარა და ის ადამიანებს მისცა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა