საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში დააკავეს
ავტორი :
გამოცემა :
22:21 15-10-2013

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნინო გიორგობიანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ კეზერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.


თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილის დაუსწრებლად მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოსცა. ის კორუფციაში დაადანაშაულეს.

დავით კეზერაშვილი, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, საქართველოს თავდაცვის მინისტრად 2006-2008 წლებში მუშაობდა.

2012 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩინოვნიკების წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სააკაშვილი ოფისს დატოვებს მას შემდეგ, რაც ამომრჩევლები 27 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,