ეგზითპოლი: პრეზიდენტი მილიარდერი პრემიერის კანდიდატია
გამოცემა :
23:20 27-10-2013

ეგზითპოლების თანახმად, კვირას, საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა მილიარდერი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე გიორგი მარგველაშვილმა.


ნაკლებად ცნობილი ყოფილი ვიცეპრემიერის ტრიუმფით, კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საკუთარ პოზიციებს იმყარებს მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის შემდეგ, თუმცა საეჭვოა ამით დასრულდეს პოლიტიკური გაურკვევლობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

მისი გამარჯვებით „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელი ხდება, როგორც პრეზიდენტის ასევე მთავრობის ინსტიტუტების საქმიანობაზე პირველად მას შემდეგ, რაც ამ კოალიციამ შარშანდელ არჩევნებში სააკაშვილის კაბინეტი დაამარცხა.

წამყვანი ევროპული მარკეტინგული კვლევითი ჯგუფის GfK-ს თანახმად, კვირას გამართულ არჩევნებში მარგველაშვილმა ხმების 66.7% მოიპოვა, ხოლო ქართული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჯგუფის მონაცემებით - 68%.

ორივე ეგზითპოლის მიხედვით, მასთან ყველაზე დაახლოებულმა მეტოქემ, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა და სააკაშვილის მოკავშირე დავით ბაქრაძემ, ხმების დაახლოებით 20% მიიღო. მარგველაშვილს სჭირდებოდა 50%-ზე ერთით მეტი ხმა პირველივე ტურში გამარჯვებისათვის.

„სურათი ცხადია, და საბოლოო შედეგი არ იქნება დიდად განსხვავებული ეგზითპოლების შედეგისაგან“, განაცხადა ტელევიზიით ბაქრაძემ. მან დამარცხება აღიარა და თქვა: „მე ვულოცავ გამარჯვებას გიორგი მარგველაშვილს. როგორც ოპოზიციის ლიდერი, მე მზად ვიქნები ვიმუშაო ახალ პრეზიდენტთან“.

44 წლის მეცნიერი მთავრობაში შარშან, განათლების მინისტრის პოზიციაზე დაინიშნა, მოგვიანებით ის ვიცეპრემიერი გახდა. მარგველაშვილი ასეთ სწრაფ დაწინაურებას მთლიანად ივანიშვილს უნდა უმადლოდეს.

მისი მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზანი დასავლეთთან და რუსეთთან დაახლოებაა - ბალანსი, რომელსაც საქართველო დიდი ხანია ვერ აღწევს.

სააკაშვილის გადადგომამ, რომელიც ამ თანამდებობაზე კანონის მოთხოვნის თანამხად ორი ვადა მსახურობდა, პოლიტიკის წარმოება უნდა გააიოლოს, ერთწლიანი კონფრონტაციის შემდეგ მასსა და საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, ივანიშვილს შორის.

ივანიშვილი ამბობს, რომ ისიც მალე გადადგება, რაც დამატებით გაურკეველობას აჩენს. ეს ევროპას ანერვიულებს, რადგან ის კასპიის ნავთობსა და გაზს იმ მილსადენის გავლით იღებს, რომელიც ამ სამხრეთ კავაკასიის ქვეყანაზე (4.5 მილიონი მოსახლით) გადის, რომელიც იმავდროულად რუსეთისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ძალაუფლება პრეზიდენტისგან მთავრობისა და პარლამენტისაკენ ინაცვლებს, თუმცა პრეზიდენტს ექნება დიპლომატიური როლი, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ის იქნება ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

45 წლის სააკაშვილმა განამტკიცა დემოკრატია საქართველოში და გაატარა ეკონომიკური რეფორმები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წლის უსისხლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მაგრამ დამარცხდა ხუთდღიან ომში რუსეთთან 2008 წელს და არ გარდაქმნა სასამართლო სისტემა.

57 წლის ივანიშვილი პოლიტიკაში მხოლოდ ორი წლის წინ შემოვიდა, მაგრამ ამბობს, რომ მისი საქმიანობა დასრულდება, როდესაც სააკაშვილი გადადგება.

თუმცა, მას შეუძლია პროცესებზე გავლენის მოხდენა კულისებიდან. საქმე ის არის, რომ მისი $5.3 მილიარდიანი ქონება, რომელიც საქართველოს მშპ-ის თითქმის მესამედის ტოლია, მას უზარმაზარი გავლენის შესაძლებლობას აძლევს.

თანაავტორი ტიმოთი ჰერითიჯი

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,