საქართველო პრემიერმინისტრის მოკავშირის მარგველაშვილის პრეზიდენტობას ზეიმობს
ავტორი :
გამოცემა :
19:11 18-11-2013
კვირას, საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია გაიმართა. მარგველაშვილმა ამ თანამდებობაზე ქარიზმატული რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი შეცვალა, რომელიც ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ბოლო ათი წლის განმავლობაში მართავდა. მარგველაშვილი სააკაშვილის მოსისხლე მტრის, მილიარდერი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა. მან გასული თვის არჩევნებში ხმების დაახლოებით 62% მიიღო.

"დღეს გამარჯვებული ჩვენი ხალხის ნებაა", თქვა მარგველაშვილმა ოფიციალურ ცერემონიაზე თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში.

შაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიულოცა საქართველოს "მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრანზაქცია" და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყნის ცხვრებაში შეიტანეს "გამოჩენილმა პოლიტიკური ლიდერებმა ბოლო 20 წლის განმავლობაში". მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, რაც სააკაშვილის მთავარი ამბიცია იყო და რამაც რუსეთი განარისხა; ასევე შეეცდება ურთიერთობების გაუმჯობესებას მოსკოვთან, რაც გაფუჭებული იყო 2008 წლის ხანმოკლე ომის გამო ამ ორ ქვეყანას შორის.

"მიუხედავად რთული სიტუაციისა, რომლის წინაშეც ვართ დღეს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პარალელურად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მისწრაფებას რუსეთთან დიალოგის გაღრმავებაზე", განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიზანი, პარაფირება მოახდინოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა ვილნიუსის სამიტზე ამ თვეში.

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე (ლიტვა დღეს ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა) ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, თუმცა ღონისძიებაზე არავინ წარმოადგენდა რუსეთს, იმის გამო, რომ ამ ორ მეზობელს შორის ურთიერთობა დანგრეულია.

ფილოსოფიის ყოფილ ლექტორ მარგველაშვილს ძალიან მოკრძალებული როლი აქვს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდა, ძალაუფლების მთავარ ბერკეტებს პრეზიდენტისგან პრემიერმინისტრს გადასცემს.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მომავალ კვირას პრემიერმინისტრის თანამდებობას დატოვებს და თავის მემკვიდრედ ამ თვის დასაწყისში მის მიმართ ლოიალურად განწყობილი კიდევ ერთი ფიგურა, 31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მარგველაშვილის ინაუგურაციამ ოფიციალურად დაასრულა სააკაშვილის მმართველობის ხმაურიანი ათწლეული, რომლის დროსაც ეს პატარა კავკასიური ქვეყანა გარდაიქმნა, თუმცა იმავდროულად მან კატასტროფული ხუთდღიანი ომი გადაიტანა რუსეთთან.

შეერთებული შტატების არაორდინარულმა მოკავშირე სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციით" მოვიდა, რეფორმების გზით დაამარცხა კორუფცია, განაახლა ინფრასტრუქტურა და აამუშავა დანგრეული ეკონომიკა.

მაგრამ რეფორმებმა ბევრი ადამიანი განარისხა, ისინი, ვინც ამ ცვლილებების გამო თავი გარიყულად იგრძნო, ხოლო პოლიციის გამოყენებამ იმ დემონსტრანტების დარბევისთვის, რომლებიც მისი მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, სააკაშვილს მებრძოლი დემოკრატის იმიჯი შეულახა.

სააკაშვილმა, რომელიც ინაუგურაციას არ დაესწრო და მიზეზიც არ განმარტა, კვირას ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელიც მისი მმართველობის ღირსახსოვარ მომენტებს ასახავს, კლიპში არის ასევე კლასიკური პიანისტის კადრები, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში უკრავს.

ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი აფასებს დადებითად სააკაშვილს, ივანიშვილი კი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ ის შეიძლება სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს.

ქვეყნის ლიდერთა ახალი გუნდი რთული გამოწვევის წინაშეა, მათ უნდა უზრუნველყონ საქართველოს დასუსტებული ეკონომიკის ზრდა და შეამცირონ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა