საქართველოს ლიდერი ევროკავშირთან ინტეგრაციის და რუსეთთან კავშირების გაუმჯობესების პირობას დებს
გამოცემა :
22:41 18-11-2013
კვირას, საკუთარ ინაუგურაციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის გამოასწოროს რუსეთთან კავშირები, რომელიც მისი წინამორბედის დროს ხანმოკლე ომისა და სავაჭრო დავების გამო გაფუჭდა, თუმცა იმავდროულად საქართველო კვლავინდებურად ადგას პროდასავლურ კურსს.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მიიყვანა კატასტროფულ ხუთდღიან ომამდე რუსეთთან 2008 წელს, რამაც განამტკიცა მოსკოვის კონტროლი საქართველოს ორ აჯანყებულ რეგიონზე. მისი წასვლით მოსკოვთან ურთიერთობაში მთავარი გამაღიზიანებელი ფაქტორი იხსნება.

ეს 4.5-მილიონიანი ქვეყანა კავკასიის ცენტრში მდებარეობს, რეგიონში, სადაც რუსეთი და შეერთებული შტატები გავლენისთვის იბრძვიან და სადაც გადის მთავარი მილსადენი, რომელიც ევროპას კასპიის ზღვიდან ნავთობს აწვდის.

მარგველაშვილი გასულ თვეში აირჩიეს სააკაშვილის პოზიციაზე, რომელმაც მისი ათწლიანი მმართველობა დასავლეთთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას მოანდომა, ხშირად რუსეთთან კავშირების ფასად.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, მიისწრაფვის რა ევროკავშირთან დაახლოებისკენ, მიუხედავად მოსკოვის წინააღმდეგობისა. უფრო შორეული მიზანი ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა.

"თავისუფალი სამყაროს სრულყოფილი წევრობა გრძელვადიანი გარანტიაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის და მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით", თქვა 44 წლის მარგველაშვილმა თავის 12-წუთიან გამოსვლაში.

"მიუხედავად მიმდინარე სირთულეებისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავაღრმაოთ დიალოგი რუსეთთან ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პარალელურად", თქვა მან.

მარგველაშვილის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია იმ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტისგან მთავრობას და პარლამენტს გადაეცა. ეს ცვლილებები კვირას ძალაში შევიდა.

ცვლილებების თანახმად, რომლის მიზანიც საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნაა, პრემიერმინისტრის თანამდებობა ყველაზე ძლიერია ქვეყანაში. მარგველაშვილი სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იქნება.

საქართველოს დღევანდელი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დატოვებს და თავის მემკვიდრედ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მარგველაშვილი პოლიტიკაში მილიარდერმა ივანიშვილმა მოიყვანა, როდესაც მისმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის არჩევნებში სააკაშვილის მთავრობა ხელისუფლებას ჩამოაცილა. ის განათლების მინისტრად დაინიშნა, და თვეების განმავლობაში ვიცეპრემიერიც იყო.

ივანიშვილი მამოძრავებელი ძალაა იმ ძალისხმევის უკან, რომელიც მიმართულია რუსეთთან უფრო ძლიერი კავშირების დამყარებისკენ და, იმავდროულად, დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებისკენ - დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც რთული აღმოჩნდა. მარგველაშვილს, ივანიშვილის მსგავსად, ამ კურსის გაგრძელება უნდა.

წელს რუსეთმა გახსნა თავისი ბაზარი ქართული ღვინის, მინერალური წყლის და ხილისათვის, გააუქმა რა 2006 წელს შემოღებული ემბარგო.

მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესება, როგორც ჩანს, რთული იქნება, თუკი თბილისი მოსკოვის ორბიტას კიდევ უფრო დაშორდება. თავის ყოფილ საბჭოთა პატრონთან თბილისს კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს მას შემდეგ, რაც ომის დასრულებისთანავე რუსეთმა საქართველოსგან გამოყოფილი ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

მაშინ როდესაც შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლები მარგველაშვილის ინაუგურაციას ესწრებოდნენ, ღონისძიებაზე, რომელიც პარლამენტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში, თბილისში გაიმართა, რუსი ჩინოვნიკები არ დაუპატიჟებიათ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,