ქართველი პროკურორები თბილისის მერს კითხავენ
ავტორი :
გამოცემა :
00:00 22-12-2013
თბილისის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზეა. ის იმ გამოძიების ფარგლებში იკითხება, რომელიც ორი მუნიციპალური ფონდის ყოფილი მოხელეების მხრიდან საჯარო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოკავშირეა. 18 დეკემბერს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარწმუნებულია, რომ გამოძიების მიზანია ხელი შეუშალონ მას მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაში.

უგულავას თქმით, მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, რომლის პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შარშან საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

უგულავა ამტკიცებს, რომ ივანიშვილი თბილისის ახალ მერად დავით ნარმანიას, ინფრასტრუქტურის დღევანდელი მინისტრის, დანიშვნას გეგმავს. უგულავამ თქვა, რომ ის მზად არის თავისი საარჩევნო კამპანია „ამ დღიდან“ დაიწყოს.

მას შემდეგ რაც 2012 წელს სააკაშვილის პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მასთან დაახლოებული პირების მიმართ მთელი რიგი გამოძიებები დაიწყო.

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,