უკრაინამ ქვეყანაში 36 უცხოელის, მათ შორის სააკაშვილის, შესვლა აკრძალა
ავტორი :
გამოცემა :
01:19 27-12-2013
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და კიდევ 35 უცხოელის შესვლა აკრძალა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოპოზიციასთან თანამშრომლობაში ქვეყნის „დესტაბილიზაციის“ მიზნით პროევროპული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა სააკაშვილი და კიდევ 29 ქართველი, ასევე აშშ-ის ხუთი მოქალაქე და ერთი სერბი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, იუწყება Kommersant Ukraine daily.

ქართველებიდან, რომლებსაც უკრაინაში შესვლა აეკრძალათ, უმრავლესობა ბიზნესმენია, მაშინ როდესაც შავ სიაში მოხვედრილი ამერიკის მოქალაქეები არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამეცნიერო წრეებს წარმოადგენენ.

გაზეთის თანახმად, გადაწყვეტილება დეპუტატ ოლეგ ცარევის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. ცარევი, მმართველი „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენელია, რომელიც შეაშინა ქვეყანაში „უცხოელი პოლიტიკური კონსულტანტების ხშირმა ვიზიტებმა“.

„მათი აქტივობა საფრთხეა ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“, ნათქვამია მის მიმართვაში ხელისუფლებისადმი, რომელსაც თან ახლავს სია იმ „პერსონებისა, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ინტერესებს“.

AFP-ის მოთხოვნაზე, ინფორმაცია ვერც უკრაინის უსაფრთხოების სააგენტომ და ვერც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ დაადასტურეს.

მაგრამ პარასკევს, უკრაინის ხელისუფლებამ ცოტა ხნით დააკავა და შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია გაუკეთა ქართველ ჟურნალისტ დავით კაკულიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან, რომელიც უკრაინის დედაქალაქში დემონსტრაციების მიმდინარეობას აშუქებდა.

„რუსთავი 2“-ს აქვს სააკაშვილისადმი სიმპათიით განწყობილი არხის რეპუტაცია. სააკაშვილი თავად ხელმძღვანელობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციას და პირადად სტუმრობდა კიევის საპროტესტო აქციებს დამოუკიდებლობის მოედანზე კიევში. სააკაშვილი, რომელიც კიევში სწავლობდა, შესანიშნავად ლაპარაკობს უკრაინულ ენაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადაწყვიტა გადაეხედა ევროკავშირთან დაგეგმილი თავისუფალი ვაჭრობის და პოლიტიკური შეთანხმებებისათვის, რამაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ პირველად, ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

პროდასავლელი დემონსტრანტები დღემდე დგანან კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, ცდილობენ რა დაარწმუნონ ხელისუფლება, რომ მან ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ვაჭრობის და პარტნიორობის პაქტს, რომელსაც კრემლისგან სერიოზული გამიჯვნა მოჰყვება.

გასულ კვირაში იანუკოვიჩმა დასავლელ მთავრობებს უთხრა, არ ჩაერიონ მისი ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში, მას შემდეგ რაც ევროკავშირის და შეერთებული შტატების წამყვანი ჩინოვნიკები უკრაინის დედაქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციების ლიდერებს შეხვდნენ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა