საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა
გამოცემა :
01:05 04-01-2014
ორშაბათს, დანიშვნიდან ექვს კვირაში და ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც გაჩნდა ბრალდებები, რომ წარსულში ნასამართლევია, საქართველოს მთავარი პროკურორი გადადგა. ოთარ ფარცხალაძე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია. დასავლეთი აკრიტიკებს მთავრობას პოლიტიკური კონკურენტების დაპატიმრების გამო, ევროპა ცდილობს ხელი შეუშალოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას.

გასულ კვირაში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც სააკაშვილის ახლო მოკავშირეა, განაცხადა, რომ 2001 წელს ფარცხალაძე გერმანიაში ქურდობისთვის გაასამართლეს. ფარცხალაძე ამბობს, რომ ის მხოლოდ იმისთვის გაასამართლეს, რომ პოლიციელთან „სიტყვიერი შელაპარაკება“ მოუვიდა.

„რადგან ჩემს ბიოგრაფიასთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა, მე თავს ვალდებულად ვთვლი, პატივი ვცე და გავითვალისწინო საზოგადოების აზრი და დავტოვო მთავარი პროკურორის თანამდებობა“, ნათქვამია მის წერილობით განცხადებაში.  

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა და მინისტრებმა განაცხადეს, რომ ფარცხალაძის დადანაშაულების მიზანი იყო ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ მთელი რიგი კრიმინალური საქმეების გამოძიებისათვის ხელის შეშლა.

მისი გადადგომა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს „ღირსეული ნაბიჯია“.

უგულავას მერის უფლებამოსილება 22 დეკემბერს შეუჩერეს, მას შემდეგ, რაც კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ის ბრალდებებს უარყოფს.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,