საქართველოს პრემიერმინისტრი ვაშინგტონში ობამას და ბაიდენს ხვდება
ავტორი :
გამოცემა :
00:00 25-02-2014
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდება.

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ 24 თებერვალს ობამამ და ბაიდენმა მიულოცეს ღარიბაშვილს “ქვეყანაში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემა”.

ობამამ და ბაიდენმა ღარიბაშვილს მოუწოდეს, განაგრძოს მუშაობა საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პროგრესის განმტკიცებისათვის.

მათ ასევე მადლობა გადაუხადეს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს რეგიონულ და გლობალურ საკითხებში, მათ შორის, მისი კონტრიბუციის გამო ნატოს ავღანურ მისიაში.

არსებული ინფორმაციით, თავისი ერთკვირიანი ვიზიტის დროს ამერიკაში ღარიბაშვილი სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერისაც შეხვდება. მათი მოლაპარაკების თემა იქნება 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის რეალიზაცია.

ღარიბაშვილს ვიზიტის დროს დელეგაციაში ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,