ქერი საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერისაკენ მოუწოდებს
ავტორი :
გამოცემა :
00:00 28-02-2014
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი თვალს ადევნებს მოულოდნელ პოლიტიკურ პროცესებს უკრაინაში. ოთხშაბათს მან მოუწოდა საქართველოს, ევროკავშირთან დაახლოების გეგმები დააჩქაროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, ქერიმ, როგორც ამერიკის წამყვანმა დიპლომატმა, დაუდასტურა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში თბილისის დახმარების მიზნით ვაშინგტონი მისთვის დაფინანსების ახალი ნაკადს უზრუნველყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს „საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას“, თქვა ქერიმ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დაწყებამდე.

უკრაინის ლიდერის, პრეზიდენტ იანუკოვიჩის უარმა სწორედ ამ ხელშეკრულების ხელმოწერაზე ევროკავშირთან, უკრაინაში უკმაყოფილება და მრავალთვიანი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რაც პრეზიდენტის გადაყენებით დასრულდა.

„ეს მოწოდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისაკენ არ ნიშნავს თამაშს ნულოვანი საწყისით აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩვენსა და სხვა რომელიმე მხარეს შორის“, განაცხადა ჯონ ქერიმ. „ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ ადამიანებს მიეცეთ არჩევანის თავისუფლება და ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების საშუალება“.

გარდა ამისა, ქერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებას, მიიღოს საქართველო სამხედრო ალიანსის რიგებში. მან დაადასტურა ასევე, რომ ვაშინგტონი კიდევ უფრო მეტ დახმარებას გამოუყოფს საქართველოს, რათა მან „მიაღწიოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს და ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ საზღვრიზაციის პროცესით მიყენებული ზიანის მინიმალიზაციას“.

საქართველო ერთ-ერთია იმ ექვსი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელთაც ევროკავშირმა ასეთი ხელშეკრულება შესთავაზა, მათ შორის - მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება.

თუმცა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ბელარუსმა და უკრაინამ ბრიუსელის თვალწინ პირი იბრუნეს მოსკოვისაკენ მას შემდეგ, რაც მათ კრემლმა აგრძნობინა, რომ არასწორი არჩევნის გაკეთების შემთხვევაში ბევრს დაკარგავდნენ.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ვაშინგტონის მადლიერია მხარდაჭერისათვის ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ მიმავალ გზაზე.

„თქვენი მხარდაჭერა მძლავრი სტიმულია, რომელიც ასაზრდოებს ჩვენს გადაწყვეტილებას, შევასრულოთ დემოკრატიის შენების ხშირად რთული, მაგრამ საპატიო ამოცანა ჩვენს პრობლემურ რეგიონში მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს“, უთხრა მან ქერის.

2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომის მიზეზი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონი გახდა, რომელიც აფხაზეთთან ერთად 1991 წელს გაემიჯნა თბილისს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა ორივე სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ათასობით სამხედრო განათავსა ამ ტერიტორიებზე, რასაც თბილისი დე ფაქტო ოკუპაციად განიხილავს.

ღარიბაშვილი მიესალმა ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხის შეტანას მოლაპარაკებებში.

საქართველოს აქვს „განსაკუთრებით მომგებიანი ადგილმდებარეობა და პოტენციალი იმისათვის, რომ იქცეს კარიბჭედ ევროპასა და ჩინეთის მომგებიან ბაზრებს შორის, კასპიის ზღვის რეგიონისა და ცენტრალური აზიის გზაზე“, თქვა მან. 

ჯონ ქერიმ, თავის მხრივ, დასძინა, რომ შეეცდება უახლოეს თვეებში ესტუმროს საქართველოს.

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა