დასავლეთი უარყოფს რუსეთ-აფხაზეთის პაქტს
ავტორი :
გამოცემა :
15:17 26-11-2014
დასავლეთი აკრიტიკებს რუსეთს და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას

24 ნოემბერს, შავი ზღვის კურორტ სოჭში, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს ესაზღვრება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა ხელი მოაწერეს „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმებას.

ოფიციალურმა თბილისმა დაგმო აღნიშნული შეთანხმება და ის რუსეთის მხრიდან რეგიონის ანექსიის მცდელობად შეაფასა.

გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შეიქმნება ერთობლივი, გაერთიანებული შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეთაურობით.

პუტინის განცხადებით, მომავალი წლისთვის ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთის მიმართულებით სუბსიდიის გაორმაგებას გეგმავს, რაც დაახლოებით 200 მლნ. დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებით, აშშ არ აღიარებს „ე.წ. შეთანხმებას“ რუსეთსა და აფხაზეთს შორის.

ნატოს გენარალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუშლის საქართველოში კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა.

2008 წელს, ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის ეს ქმედება იყო პასუხი აგვისტოს 5 დღიან ომზე, რომლის მიზეზი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია იყო.

აფხაზეთი საქართველოს 1990-იანი წლების სასტიკი ომის დროს გამოეყო, რომლის შედეგადაც ადგილობრივი ეთნიკურად ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა საკუთარი სახლკარი მიეტოვებინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რუსეთს და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეაფასა, როგორც „აფხაზეთის ანექსია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.“

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, შეთანხმებას „აბსურდული და ალოგიკური“ უწოდა.

შეთანხმების ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე და გაიზარდა კითხვები რუსეთის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პუტინისთვის, რომელმაც მარტში ყირიმის ანექსია იმ მიზეზით გაამართლა, რომ ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სახლია, ვერასოდეს იქნება კეთილგანწყობილი ნატოს შეიარაღებული ჯარების მიმართ.

ამ წლის დასაწყისში, აფხაზეთის ყოფილი ლიდერი, ალექსანდრე ანქვაბი, იძულებული გახდა გადამდგარიყო საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც სავარაუდოდ კრემლის დაკვეთით მიმდინარეობდა.

ახლანდელი ლიდერი, რაულ ხაჯიმბა, რომელიც KGB-ს ყოფილი ოფიცერია, არჩეულ აგვისტოში, ვადამდელი არჩევნების გზით აირჩიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანქვაბსა და მოსკოვს შორის უთანხმოების მთავარ მიზეზად რუსეთის მიერ აფხაზეთში არსებული აქტივების შესყიდვა დასახელდა. ანქვაბისგან განსხვავებით, ხაჯიმბა უფრო ლმობიერი აღმოჩნდა რუსეთის მოთხოვნების მიმართ.

ზოგიერთ ქართველი ოფიციალური პირი შიშობს, რომ რუსეთმა მსგავსი შეთანხმება შეიძლება სამხრეთ ოსეთთანაც გააფორმოს, რადგან აღნიშნული რეგიონი უკვე დამოკიდებულია მოსკოვზე ფინანსურად და პოლიტიკურად.

თარგმნა თაკო ჩილინგარიშვილმა

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,