სააკაშვილი ამბობს, რომ უარი თქვა უკრაინაში სამთავრობო თანამდებობაზე
ავტორი :
გამოცემა :
22:30 02-12-2014
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, პირველ დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაავრცელა. სააკაშვილი უარს ამბობს მიიღოს უკრაინის მოქალაქეობა და გახდეს პრემიერმინისტრის მოადგილე, რადგან, ამ შემთხვევაში, მას საქართველოს მოქალაქეობაზე მოუწევს უარის თქმა.

სააკაშვილმა, რომლის მიმართაც, რუსეთის მთავრობა მაინცდამაინც დიდი სიმპათიით არ არის განმსჭვალული, შესაძლოა უკრაინის მთავრობაში გარკვეული თანამდებობა დაიკავოს. ეს ინფორმაცია მანამდე უკრაინის მედიაშიც გავრცელდა, როდესაც უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პროსდასავლური კურსის მომხრე პარტიებმა გაიმარჯვეს.

2 დეკემბერს, უკრაინის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელები - ალექსანდრე კვიტაშვილი და ეკა ზღულაძე, პრეზიდენტმა პოროშენკომ მთავრობის პოტენციურ წევრებად დასაახელა. ერთი ჯანდაცვის მინისტრის, მეორე კი შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

კახა კახალძემ განაცხადა, რომ მისთვის უსიამოვნო იქნება ის ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი ზოგიერთი ყოფილი ჩინოვნიკი უკრაინის მთავრობის წევრი გახდება.

სააკაშვილს, რომელსაც პრეზოდენტობის ვადა 2013 წელს გაუვიდა, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებით მოსული მთავრობა ბრალს სდებს არაერთ დანაშაულში.
სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების განცხადებით, ეს ბრალდებები პოლიტიკური შურისძიებაა და მეტი არაფერი.

მიხეილ სააკაშვილი ახლა ცხოვრობს თვითდევნილობაში აშშ-ში.

თარგმნა ილია შათირიშვილმა

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,