აშშ-ს სენატის ანგარიშში ნათქვამია, რომ - "CIA-ს მიერ ალ-ქაიდას ეჭვმიტანილი წევრების დაკითხვის დროს, ვოთერბორდინგის გამოყენებას 2002 წელს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა დაუჭირა მხარი”
რაისი იმ დროს ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველი იყო და სენატის დაზვერვის კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ - ”ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2002 წლის მაისში დაეთანხმა დაკითხვის ალტერნატიული მეთოდების გამოყენებას.”
CIA-მა განაცხადა, რომ - ”აბუ ზუბაიდას დაკითხვის დროს მას ამ მეთოდის გამოყენება უნდა, რადგან ის ეჭვნიტანილი იყო, როგორც ალ-ქაიდას ტერორისტი და 2002 წლის მარტში პაკისტანში დააპატიმრეს.”
The Washington Post-ს მოჰყავს ციტატა ანგარიშიდან, სადაც ნათქვამია, რომ - ”CIA-ის იმჟამინდელ დირექტორთან, ჯორჯ ტენეტთან შეხვედრაზე, 2002 წლის ივლისში, რაისმა ურჩია CIA - ს განეგრძო მის მერ ზუბაიდას დაკითხვის მეთოდები, რაც უკვე დამტკიცებული იყო იუსტიციის დეპარტამენტის მიერ.”
ობამას ადმინისტრაციის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ CIA-ს ჩანაწერებში ნათქვამია, რომ - ”ზუბაიდას ვოთერბორდინგი 86-ჯერ ჩაუტარდა.”
ორიგინალი