რუსმა და ქართველმა მებრძოლებმა კანონი დაარღვიეს
გამოცემა :
15:21 18-11-2008

Amnesty International-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის ატეხილი კონფლიქტის შემდეგ, 40 000 ადამიანი იძულებით გადაადგილდა და მათ შინ მალე დაბრუნების იმედი თითქმის არ დარჩათ.


რაპორტში სათაურით "მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე", Amnesty International-ი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ, ხუთდღიანი ომის მსვლელობისას, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ შესაძლოა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და მათ საკუთრებაზე გაგრძელდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც.

ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, ჯონ დალუისენმა, განაცხადა, რომ ბევრია იძულებით გადაადგილებული.

"Amnesty International-ის გათვლით, 30 000-დან 40 000-მდე ადამიანმა იძულებით დატოვა საცხოვრებელი ადგილები".

ის ამბობს, რომ ამ ადამიანებისუმეტესობა შინ მალე ვერ დაბრუნდება, რადგან მათი უსაფრთხოება კვლავ პრობლემად რჩება.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, დაირღვა თუ არა კონფლიქტის დროს საერთაშორისო სამართალი.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა