სამეფო ქორწილი საქართველოში
ავტორი :
გამოცემა :
00:58 10-02-2009

მადრიდი - მადრიდში დაბადებულმა დავით ბაგრატიონმა, გუშინ იმ ქვეყნის დედაქალაქში იქორწინა, სადაც მონარქიის რესტავრაცია სულ უფრო რეალურ პერსპექტივად მოჩანს. ბაგრატიონთა დინასტიის შთამომავალი, შესაძლოა მალე მეფე გახდეს


დავით ბაგრატიონმა-მუხრანელმა გუშინ პრინცესა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე საქართველოს დედაქალაქში იქორწინა, ქვეყნაში, რომელიც შეიძლება მონარქიად გარდაიქმნას. დავითი - საქართველოს სამეფო ოჯახის თავი და გარდაცვლილი პრინცის გიორგის (ხორხე) მემკვიდრეა.

საქართველოს სამეფო ოჯახმა სამშობლო გასული საუკუნის 40-იან წლებში დატოვა და ესპანეთში გადასახლდა, სადაც დაიბადა კიდეც დავითი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ტახტი დაიკავოს. თავის მხრივ ანა, პროფესიით მასწავლებელი, მეორედ თხოვდება და პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს - 6 და 2 წლის ირინე და მარიამი.

რელიგიური ცერემონიალი, რომელიც მართლმადიდებლური რიტუალით ჩატარდა ადგილობრივი დროით დღის 4 საათზე, ქვეყნის მთავარ სამების მართმადიდებლურ ტაძარში დაიწყო, თუმცა ცერემონიალს ვერ დაესწრო საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელიც სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება. მეგობრები ტაძარში ტიპიურ ნაციონალურ ტანისამოსში ჩაცმულები მივიდნენ. დავითს თეთრი მუხლამდე ჩოხა ეცვა წელზე შემორტყმული ხმლით, ფეხზე შავი მაღალყელიანი ტყავის ჩექმა ეცვა. ანა ბრწყინავდა თავის გრძელ კაბაში. 200 წლის შემდეგ ეს აღმოსავლეთში პირველი ქორწინება იყო, რომელმაც საქართველოში ბაგრატიონთა ოჯახის ორი შტო დინასტიის კანონებით ერთმანეთს დაუკავშირა. ეს ქორწინება ასევე ასრულებს ოჯახებს შორის შესაძლო კონფლიქტს ტახტთან დაკავშირებით, რადგან როგორც დავითი, ასევე ანა, ლეგიტიმური მემკვიდრეები არიან.

ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებმა ტაძრის სიახლოვეს არსებულ სასტუმროში გადაინაცვლეს, სადაც ნაციონალურ კერძებთან ერთად, ხიზილალას, ღვინოს და შემწვარ ხორცს მიირთმევდნენ. ის თუ სად აპირებენ ახლადდაქორწინებულები თაფლობის თვის გატარებას, ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი იმოგზაურებენ ევროპაში (როგორც ჩანს გაჩერდებიან ესპანეთში, სადაც დავითი ცხოვრობდა), სამხრეთ ამერიკასა და კარიბის კუნძულებზე.

ქორწინება აცოცხლებს დისკუსიას საქართველოში მონარქიის რესტავრაციაზე, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის და ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ განახლებულა. 5 წლის წინ დავითი საქართველოში მამასთან, გიორგისთან ერთად დაბრუნდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ მოქალაქეობა დაუბრუნა და ისინი ლეგიტიმურ სამეფო ოჯახად აღიარა.

2008 წლის იანვარში, პრინცი გიორგი გარდაიცვალა და დავითმა დინასტიის მემკვიდრეობა მიიღო. მონარქიის რესტავრაცია, შესაძლოა სულაც არ იყოს შორეული პერსპექტივა, რადგან 2007 წლის ოქტომერში 108 პარლამენტარიდან 102-მა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, თუკი ეს მართლაც განხორციელედება დავითი ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნის პირველი მონარქი გახდება.

ჯვრისწერაზე მიწვეულები იყვნენ ყველა სამეფო დინასტიის, (მმართველის და არამმართველის) წარმომადგენლები. ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა ქორწილის ორგანიზებაში მონაწილეობის ვერ მიღების გამო ბოდიში მოიხადეს, რადგან ეს მოვლენა დროში ესპანეთში არგენტინის პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდესის ვიზიტს დაემთხვა. დავითმა და ანამ ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს, თუმცა ოფიციალურად თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ გასულ დეკემბერში გამოაცხადეს. გასული კვირის დასასრულს კი მათ ნიშნობა ჰქონდათ, სადაც ნივთები - საათი (დავითისთვის) და საოჯახო ბეჭედი (ანასთვის) გაცვალეს.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა