ოპოზიცია სააკაშვილის მოკავშირეებს შეხვდა
ავტორი :
გამოცემა :
03:28 09-05-2009

ხანგრძლივი, ერთთვიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, თბილისში ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირეებს შეხვდა


შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც ოპოზიცია სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. ოპონენტები მას ქვეყანაში დემოკრატიის შეზღუდვასა და შარშან სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის გარშემო რუსეთთან დამანგრეველი ომის გამო ადანაშაულებენ.

მანამდე ოპოზიციის ლიდერები დასთანხმდნენ დელეგაციის გაგზავნაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, მაგრამ განაცხადეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მხოლოდ მოსამზადებელი შეხვედრა პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყების წინ.

შეხვედრაზე სასტუმრო ”თბილისი მერიოტში", ოპოზიციის წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა - ”ჩვენ აქ იმის გასაგებად მოვედით, თუ სად, როდის და რა ფორმატში არის მზად სააკაშვილი ოპოზიციურ ლიდერებთან შესახვედრად.”

მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციები ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ძალადობაში გადაიზარდა, დაძაბულობის განმუხტვისთვის შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხარეებმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის ჩარევის და ევროკავშირის მოწოდების შემდეგ მიიღეს.

”ნდობა” არ არსებობს

ოპოზიციის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ - ”მოლაპარაკების მიზანი იქნება რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს შეხვედრა სააკაშვილთან.”

”ხვალ ჩვენ პარლამენტის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 30-ე დღეს მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობას ვგეგმავთ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილთან შეხვედრა მანამდე გაიმართება” - განაცხადა მან.

”ალ ჯაზირას" კორესპონდენტის მეთიუ კოლინის თქმით - ”ოპოზიცია არც სააკაშვილს და არც მის მომხრეებს არ ენდობა. ვიდრე ეს შეხვედრა (პრეზიდენტთან) არ გაიმართება, რთულია იმის თქმა, თუ რა შედეგით შეიძლება ის დასრულდეს.”

კოლინმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ამჯერად გადასდო ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალების ბლოკირების გეგმა, მაგრამ დედაქალაქის ქუჩების პიკეტირება გრძელდება.

”სააკაშვილი ვიზიტით გახლდათ პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მაგრამ მის დაბრუნებას თბილისში პარასკევს ღამით ელიან” - განაცხადა მისმა სპიკერმა ვანო ნონიაშვილმა.

ფეთქებადი სიტუაცია

სამშაბათს, თბილისის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე მოკლე, უსისხლო ამბოხმა, ასევე ოთხშაბათს პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცველების და მანიფესტანტების შეტაკებამ, რომლის დროსაც 28 ადამიანი დაშავდა გააჩინა შიში იმის თაობაზე, რომ პროცესები ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო აჯანყებაში გადაიზრდებოდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ, შეშფოთება გამოთქვა, რომ - ”ქვეყანაში სიტუაცია ფეთქებადსაშიში გახდა.”

კოლინი ამბობს - ”ოთხშაბათის მოვლენებმა იმის შიში გააჩინა, რომ პოლიტიკური ჩიხი მეტ ძალადობაში გადაიზრდებოდა.”

ამერიკაში განსწავლული სააკაშვილი, ხელისუფლებაში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციით" იმ პირობით მოვიდა, რომ ქართულ დემოკრატიას განამტკიცებდა.

ოპონენტები აცხადებენ, რომ ამის ნაცვლად, მან ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, მაგრამ ერთთვიანმა საპროტესტო აქციებმა და ქუჩების პიკეტირებამ მისი თანამდებობიდან გადაყენება ვერ შეძლო და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიცია საკმარისი მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდის.

მთავრობამ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბოლო მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები 2007 წელს ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაარბია.

სამშაბათს სააკაშვილმა მოსკოვი ამბოხის მომზადების მცდელობაში დაადანაშაულა. მთავრობამ განაცხადა, რომ - ”აჯანყებული სამხედრო ბაზის ბატალიონის მეთაურებმა ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადეს, რამდენიმე მოქმედი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი დაპატიმრებულია.”

რუსეთმა განცხადა, რომ - ”ეს ბრალდებები სისულელეა და სააკაშვილი ამით საშინაო პრობლემებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს.”

ამ აურზაურმა ჩრდილი მიაყენა ამ კვირაში დაწყებულ ნატო-ს ერთთვიან სამხედრო წვრთნებს საქართველოში.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა