გამოცემა
Monde

„მონდი“ (ფრ. - „მსოფლიო“) - ფრანგული, ყოველდღიური, საღამოს, მემარცხენე ლიბერალური შეხედულებების გაზეთი. 2009 წელს მისი ტირაჟი საშუალოდ შეადგენდა 323 039 ეგზემპლიარს, აქედან დაახლოებით 40 000 იყიდებოდა ქვეყნის გარეთ. სათაო ოფისი პარიზშია.

გაზეთი 1944 წელს შარლ დე გოლის თხოვნით იუბერ ბიოვ-მერიმ დაარსა. ეს ის დრო იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულმა არმიამ პარიზი დატოვა. გაზეთის პირველი ნომერი 1944 წლის 19 დეკემბერს გამოიცა.

წარსულში გაზეთს ახასიათებდნენ, როგორც - მკვეთრად მემარცხენე-ცენტრისტულს, თუმცა დღევანდელი სარედაქციო კურსის მიხედვით, ის უფრო „ზომიერი“ გამოცემაა. 1981 წელს მან არჩევნებში მხარი დაუჭირა სოციალისტების კანდიდატ ფრანსუა მიტერანს. გაზეთი ახალი ამბების გაშუქებაზე მეტად მიმდინარე მოვლენების ანალიზზეა ორიენტირებული.

გაზეთის ყველაზე მსხვილი აქციონერი ჟურნალისტთა ჯგუფია - 53%-ს ფლობენ გაზეთის თანამშრომლები, დანარჩენი 47%-ს მფლობელები Danone, BNP Paribas და ფრანგი მაგნატი ფრანსუა პინო არიან.

გაზეთის ელექტრონული ვერსია მოქმედებს 1995 წლის 19 დეკემბრიდან.

lemonde.fr


გამოცემის სტატიები
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,