გამოცემა
American Conservative

”ემერიკან კონსერვატივი” ყოველთვიური ანალიტიკური ჟურნალია, რომელსაც ”ამერიკის იდეების ინსტიტუტი” (American Ideas Institute) გამოსცემს. ჟურნალი ტრადიციული ამერიკული კონსერვატიზმის პოზიციაზე დგას; მკვეთრად არ ეთანხმება ამერიკულ ინტერვენციონიზმს, ვალებზე დაფუძნებულ ფისკალურ პოლიტიკას, მთავრობის ზრდას, უშიშროების სამსახურების მიერ ამერიკელთა პირად ცხოვრებაში ჩარევას... - სხვა სიტყვებით, ”ემერიკან კონსერვატივი” ძველი ყაიდის მემარჯვენე, პაციფისტურ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც ამერიკის დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ე. წ. ნეოკონსერვატიზმის დომინირებას უპირისპირდება.

ჟურნალი საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას შემდეგნაირად ახასიათებს: “ნამდვილი კონსერვატიზმი პატივს სცემს ტრადიციებსა და კეთილგონიერებას. ბევრი რამ, რაც თანამედროვე კონსერვატიზმს ახასიათებს, რადიკალიზმთან არის შერწყმული: ფანტაზიები მსოფლიო ჰეგემონიაზე; ამპარტავნული იდეა, რომლის თანხმადაც ამერიკა მსოფლიო ხალხებისთვის უნივერსალური ერია; ეკონომიკური იდეები, რომლებიც უტოპიური და დამღუპველია და სურვილი იმისა, რომ აგრესიულმა კრიტიკამ დებატები შეცვალოს. ჩვენ კი ჩვენი წინაპრების კონსერვატიზმის გვჯერა - ის გონივრულია, მოქნილი, მოკრძალებული და მადლიერი“.

ჟურნალი 2002 წელს დაფუძნდა და მან თავის მთავარ ამოცანად ერაყის ომთან, ზოგადად თანამედროვე მეინსტრიმულ კონსერვატიზმთან (ლიბერტარიანელობა, პალეოკონსერვატიზმი და ლიბერტარიანული კონსერვატიზმი) ოპონირება დაასახელა.

2011-2012 წლებში გაფართოვდა ჟურნალის ვებსაიტი - theamericanconservative.com



გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა