გამოცემა
Guardian

„გარდიანი“ ბრიტანული ყოველდღიური გაზეთია, რომელიც 1959 წლამდე „მანჩესტერ გარდიანის“ (The Manchester Guardian) სახელით გამოიცემოდა. ლოკალური გაზეთიდან ის ისეთ ნაციონალურ გამოცემად გარდაიქმნა, რომელსაც რთული ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს და რომელიც საერთაშორისო მედიასივრცეში ცნობილია, როგორც მულტიმედიური სისტემა: არსებობს „გარდიანის“ ონლაინვერსია, გამოიცემა მისი მონათესავე გაზეთები „ობსერვერი“ (Observer) და „გარდიან უიკლი“ (Guardian Weekly).

გაზეთი მემარცხენე-ცენტრისტულ ლიბერალურ პოზიციას იზიარებს. 2004 წელს მისი ერთ-ერთი რედაქტორი იან კატცი წერდა: „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენ მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა ვართ“. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გაზეთის ავტორებს შორის მემარჯვენე-ცენტრისტებიც არიან.

გაზეთის ბეჭდური ვერსიის ტირაჟი 2011 წელს საშუალოდ 230,541 ეგზემპლარს შეადგენდა. „გარდიანის“ ონლაინვერსია დიდი ბრიტანეთის სხვა მსგავს ინტერნეტგამოცემებს შორის პოპულარობით მესამე ადგილზე დგას.

„გარდიანი“ 1821 წელს დააფუძნა ედუარდ ტეილორმა. მისი პირველი ნომერი ამავე წლის 5 მაისს გამოვიდა. გაზეთის მიზანი ლიბერალური შეხედულებების გავრცელება და დამკვიდრება იყო. 1836 წლამდე „გარდიანი“კვირაში ერთხელ, ხოლო 1836 წლიდან კი უკვე კვირაში ორჯერ - ოთხშაბათობითა და შაბათობით გამოდიოდა. 1855 წლიდან გაზეთი ყოველდღიური გახდა.

„გარდიანის“ საერთაშორისო აღიარებას საფუძველი სი პი სკოტის რედაქტორობის პერიოდში ჩაეყარა. სკოტი გაზეთს 57 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საყოველთაოდაა ცნობილი მისი სიტყვები: „კომენტარში - სრული თავისუფლება, მაგრამ ფაქტი წმინდა რამაა... ოპონენტების ხმა ისევე უნდა შევისმინოთ, როგორც - მეგობრების“.

„გარდიანის“ ჟურნალისტურმა გამოძიებებმა 1997 წელს კონსერვატორთა მთავრობის დაცემას შეუწყო ხელი.

„გარდიანის“ ონლაინპუბლიკაციები 1994-1995 წლებიდან ჩნდება. 2001 წლისთვის „გარდიანს“ უკვე 2.4 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავდა.

guardian.co.uk


გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა