გამოცემა
Independent

“ინდიფენდენტი“ ბრიტანული ყოველდღიური დილის გაზეთია, რომელსაც 2010 წლიდან რუსი ბიზნესმენი, ალექსანდრე ლებედევი ფლობს. გაზეთს აქვს საკვირაო გამოშვებაც.

“ინდიფენდენტი“1986 წლიდან გამოიცემა, ის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე „ახალგაზრდა“ გაზეთია. თავიდან ის ფარტო ფორმატში გამოიცემოდა, 2003 წლიდან კი მას ტაბლოიდის კომპაქტური ფორმატი აქვს.

ითვლება, რომ გაზეთი პოლიტიკურად მემარცხენე ხასიათისაა, თუმცა ეკონომიკის საკითხებში ის კლასიკური ლიბერალიზმისა და თავისუფალი ბაზრის ღირებულებებს იზიარებს. თავდაპირველად გაზეთი საკუთარ თავს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ გამოცემად მიიჩნევდა, რაც მითითებული იყო კიდეც მის ბანერზე; ეს წარწერა 2011 წლის სექტემბერში პირველი გვერდიდან მოიხსნა.

1990 წელს დიდ ბრიტანეთში გაზეთებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. რამდენიმე გაზეთი, რომელიც „ინდიფენდენტივით“ 1980-იანი წლებიდან გამოდიოდა, დაიხურა კიდეც; თუმცა თავად “ინდიფენდენტი“ მფლობელების შეცვლის შემდეგ დახურვას გადაურჩა.

2012 წლის ზაფხულისათვის გაზეთის ბეჭდური ვერსიის ყოველდღიური გამოშვების ტირაჟი 83 619, ხოლო კვირისა - 118 759 ცალს შეადგენდა.

„ინდიფენდენტის“ პირველი გვერდები განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა, რადგან აქ ხშირად უფრო მეტ ადგილს სურათებსა და გრაფიკულ გამოსახულებებს უთმობენ და არა - ტრადიციულ ჰედლაინებს.

გაზეთს აქვს დამატებები, სადაც იბეჭდება: სპორტის სიახლეები, სატელევიზიო პროგრამა, ფილმების მიმოხილვა, მომავალი კვირის მოვლენების ანონსი და სხვა...

2008 წლის 23 იანვარს ამოქმედდა „ინდიფენდენტის“ ინტერნეტვერსიაც, სადაც პრიორიტეტი ვიზუალურ მხარეს ენიჭება: ფოტოებს, ვიდეოს... „ინდიფენდენტმა“ აამოქმედა პოდკასტ-პროგრამებიც. ასეთებია, მაგალითად, „ინდიფენდენტის“ მუსიკალური რადიოშოუ, სამოგზაურო გზამკვლევი, საზღვაო პოდკასტი. 2009 წლიდან მის ვებსაიტზე ქვეყნდება მოკლე ვიდეობიულეტენებიც, რომელსაც გამოცემას „ალ ჯაზირას“ საინფორმაციო არხი აწვდის.

independent.co.uk


გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა