გამოცემა
New Yorker

„ნიუიორკერი“ - ყოველკვირეული ლიტერატურულ-პუბლიცისტური ჟურნალი ინტელექტუალებისთვის. გამოდის 1925 წლიდან. სულ წელიწადში გამოიცემა 47 ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალი გამოდის თითქმის ყოველ კვირას, მხოლოდ ორი ნომერი გამოიცემა ორ კვირაში ერთხელ.

მიუხედავად იმისა, რომ „ნიუიორკერი“ ძირითადად ნიუ-იორკის კულტურულ ცხოვრებას აშუქებს, მისი აუდიტორია ამ ქალაქის მცხოვრებლებით არ ამოიწურება და ჟურნალის პუბლიკაციები თანამედროვე ხელოვნებაზე, ამერიკის კულტურაზე, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე; მისი ლიტერატურული რევიუები და პატარა მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო მთელი აშშ-ს მასშტაბით, არამედ ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

ჟურნალის დებიუტი 1925 წლის 21 თებერვალს შედგა. მისი დამფუძნებლები იყვნენ ჰაროლდ როსი და მისი მეუღლე ჯეინ გრანტი, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტიორი. თავიდან ჟურნალი ჩაფიქრებული იყო, როგორც დახვეწილი და მაღალგემოვნებიანი მკითხველისათვის განკუთვნილი იუმორისტული გამოცემა. ეს იუმორისტული შტრიხი ჟურნალს არასდროს დაუკარგავს, თუმცა სულ მალევე მან აქცენტი კულტურაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და სერიოზულ პუბლიცისტიკაზე გადაიტანა. მის გვერდებზე იბეჭდებოდა და იბეჭდება ისეთი ცნობილი მწერლების მოთხრობები, როგორებიც არიან: მურაკამი, ნაბოკოვი, სელინჯერი, აპდეიკი და სხვები...

ჟურნალი განთქმულია ფაქტების სიზუსტისადმი თავისი გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობით და ზოგადად, სარედაქციო ტრადიციებით. საყოველთაოდაა ცნობილი, აგრეთვე, მისი ილუსტრაციები და კარიკატურები.

ჟურნალის პირველი ნომრის ყდაზე გამოსახული იყო წარმოსახვითი დენდი მონოკლით. ნახატი რი ირვინს ეკუთვნოდა. ამ ჯენტლმენს იუსტას ტილი დაარქვეს. სახელი ამერიკელმა იუმორისტმა კორი ფორდმა გამოიგონა - ტილი მისი შინაბერა დეიდის გვარი იყო, ხოლო სახელი კეთილხმოვანების გამო შეარჩიეს. ეს ნახატი დღემდე რჩება ჟურნალის სავიზიტო ბარათად.

„ნიუიორკერის“ მთავარი მკითხველი, უკანასკნელი მონაცემებით, საშუალოდ 47 წლისაა.

newyorker.com

23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,