გამოცემა
Washington Post

“ვაშინგტონ პოსტი” (შემოკლებით - The Post) წამყვანი ყოველდღიური ამერიკული გაზეთია, რომელიც ცნობილია პოლიტიკური პუბლიკაციებითა და ლიბერალური სარედაქციო პოზიციით.

გაზეთი აცხადებს, რომ ის ლიბერალურ პოზიციაზე დგას, თუმცა მის მმართველ საბჭოში ბევრია კონსერვატორიც და ცენტრისტიც. მის გვერდებზე გამოქვეყნებულ წერილებში ხშირად ჟღერს კონსერვატორული მოსაზრებები. მიუხედავად ამისა, 2008 წელს გაზეთის სარედაქციო კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაქ ობამას დაუჭირა მხარი.

გამოიცემა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, მერილენდსა და ვირჯინიაში. განსაკუთრებულ აქცენტს The Post აშშ-ს პოლიტიკაზე აკეთებს. გაზეთი ფართოფორმატიანია, ილუსტრირებულია - როგორც ფერადი, ასევე შავ-თეთრი ფოტოებით.

1970 წლების დასაწყისში, სწორედ “ვაშინგტონ პოსტის” რეპორტიორებმა, ბობ ვუდვარდმა და კარლ ბერნსტინმა წამოიწყეს ის ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შემდეგ “უოტერგეიტის” სახელით გახდა ცნობილი. გაზეთში გამოქვეყნებულმა მასალებმა დიდწილად განაპირობა აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის თანამდებობიდან გადადგომა.

“ვაშინგტონ პოსტს” 47-ჯერ აქვს მიღებული პულიტცერის პრემია. გაზეთი შედის
კომპანია “ვაშინგტონ პოსტის”,  შემადგენლობაში.

გაზეთი 1877 წელს დააფუძნა სტილსონ ჰატჩინსმა.1880 წელს გაზეთს დაემატა შაბათ-კვირის გამოშვებაც და შესაბამისად, იგი მთელი კვირის მანძილზე, ანუ კვირაში 7-ჯერ გამოიცემოდა.

ვაშინგტონში გაზეთის მთავარი კონკურენტი “ვაშინგტონ ტაიმსია”. რაც შეეხება სხვა ამერიკულ ყოველდღიურ პოლიტიკურ გაზეთებსა და “ვაშინგტონ პოსტთან” მათ ურთიერთმიმართებას: თუ “ნიუ-იორკ ტაიმსი” ცნობილია საერთაშორისო რეპორტაჟებით, ხოლო “უოლ სტრიტ ჯურნალი” - ეკონომიკური პუბლიკაციებით, “ვაშინგტონ პოსტის” პრიორიტეტი თეთრ სახლში, კონგრესში, სენატსა და, ზოგადად, ფედერალურ სახელისუფლებო ინსტიტუტებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებაა.

The Post იმ მცირერიცხოვან ამერიკულ გაზეთებს შორისაა, რომელთაც უცხოური ბიუროებიც აქვთ შემდეგ ქალაქებში: ბაღდათში, ბოგოტაში, კაიროში, ჰონგ-კონგში, ისლამაბადში, იერუსალიმში, ქაბულში, ლონდონში, მექსიკოში, ნაირობიში, ნიუ-დელიში, პარიზში, შანხაიში, თეირანსა და ტოკიოში. 2009 წლიდან გაზეთი აშშ-ში რეგიონალურ ბიუროებს ხსნის; კერძოდ კი - ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში. ბიუროები არის ასევე მერილენდსა და ვირჯინიაშიც.

washingtonpost.com


გამოცემის სტატიები
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,