გამოცემა
Berlingske

მკითხველისადმი მიმართვაში Berlingske-ს რედაქცია წერს, რომ როგორც პოლიტიკის, ასევე პრესის საფუძველი ნდობაა, იქნება ეს ამომრჩევლის ნდობა ლიდერის მიმართ თუ მკითხველის ნდობა გამოცემის მიმართ. ნდობისათვის Berlingske-ს ჟურნალისტიკა აქცენტს აკეთებს მუშაობის გამჭვირვალე მეთოდებზე.

Berlingske დანიის უძველესი გაზეთია. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო Kjøbenhavnske Danske Post-Tidender, მოგვიანებით - Berlingske Tidende. პირველი ნომერი 1749 წლის 3 იანვარს გამოიცა.



დასაწყისში, გაზეთს კვირაში ორჯერ გამოსცემდნენ, 1841 წლიდან - ყოველდღე. ტრადიციულად კონსერვატიულ მედიასაშუალებად მიიჩნევენ, თუმცა დღეს ის პოზიციონირებს როგორც პოლიტიკურად დამოუკიდებელი გამოცემა.



Berlingske გახდა ტიპოგრაფ იოაჰიმ ვილანდის (Joachim Wielandt) Extraordinaire Relationer-ის მემკვიდრე. Extraordinaire Relationer-ი 1721 წლიდან გამოიცემოდა. ვილანდის საქმე მისმა ქვრივმა ჩაიბარა, რომელმაც 1748 წელს ის მეკლენბურგელ ერნსტ ჰენრიხ ბერლინგს მიჰყიდა.

Kjøbenhavnske Danske Post-Tidender-ის პირველი ნომერი დანიური პრესის ისტორიაში საეტაპო გახდა, რადგან სწორედ მისი გამოცმებით დაიწყო პერიოდული გამოცემების ეპოქა, ხოლო გაზეთებმა ვიზუალურად თანამედროვე იერი შეიძინა.

1844 წლიდან გაზეთს დღეში ორჯერ, დილით და საღამოს გამოსცემდნენ, შაბათ-კვირის გარდა. 1913 წლიდან ის შაბათ-კვირის ჩათვლით ყოველდღე გამოდის.



დასაწყისიდანვე გაზეთი ოფიციალურ სახელმწიფო ბეჭდურ ორგანოს წარმოადგენდა და მთავრობის პოზიციაზე იყო დამოკიდებული, უფრო ზუსტად, კონსერვატორების ინტერესებს ახმოვანებდა. მოგვიანებით მეტი დამოუკიდებლობა შეიძინა.



1982 წელს Berlingske Tidende-ს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და ერნსტ ჰენრიხ ბერლინგის შთამომავლებმა მასზე უარის თქმა გადაწყვიტეს. გამოცემა გადაარჩინა მეწარმე არნოლდ მერსკ მაკინი მილერის მსხვილმა ინვესტიციამ (160 მილიონი დანიური კრონი).



1999 წელს, როდესაც Berlingske-ს მთავარი რედაქტორი პეტერ ვიველი (Peter Wivel) იყო გაზეთმა დანიურ კომპანია Riffelsyndikatet-ზე სტატიების სერია გამოაქვეყნა. ეს კომპანია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიას იარაღს ჰყიდდა. ფირმის ხელმძღვანელი იყო ეი. ფი. მიოლერი (A. P. Møller). მისი შვილი არნოლდ მერსკ მაკინი მიოლერი სტატიებს იმით გამოეხმაურა, რომ Berlingske Tidende-სთვის აქციების მიყიდვა გადაწყვიტა. Berlingske Tidende-ს გამომცემელი Berlingske Officin-ი 2000 წელს ნორვეგიულმა კონცერნმა Orkla  Media-მ იყიდა.

2006 წლის ივნისში Orkla Media-ს ბიზნესი დანიაში ბრიტანულმა Mecom Group-მა იყიდა. 2006 წლის აგვისტოში გაზეთმა ოფიციალურად შეიცვალა ფორმატი და ტაბლოიდი გახდა. ერთ-ერთი მასშტაბური ცვლილება გაზეთისთვის სახელწოდების შეცვლა იყო: 2011 წლის 26 იანვრიდან მისი სახელია Berlingske.



Berlingske დანიური დილის გაზეთების “დიდ სამეულში” Jyllands-Posten-თან და Politiken-თან ერთად.

www.b.dk

23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,