გამოცემა
Financial Times

”ფაინენშალ თაიმსი” - ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი საქმიანი ადამიანებისა და მათი კლიენტებისათვის. გამოდის დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, ასევე 20-ზე მეტ სხვა ქვეყნის დედაქალაქში. ბეჭდური ვერსიის პარალელურად გამოიცემა გაზეთის ინტერნეტვერსიაც.

FT დაფუძნდა 1888 წელს. 1910 წელს გამოსვლა დაიწყო ”The Financial Times Magazine Page”-მა - გაზეთის პარასკევის დამატებამ. 1959 წლისათვის გამოცემის ტირაჟმა 100.000 ცალს მიაღწია. 1968 წლიდან ”ფაინენშალ თაიმსი” იწყებს პუბლიკაციების გამოქვეყნებას საერთაშორისო ბიზნესის საკითხებზე. 1979 წლიდან ფრანკფურტში გამოდის გაზეთის ევროპული ვერსია. 1981 წლიდან FT გამოდის ნიუ-იორკშიც. 90-იან და შემდგომ წლებში FT გამოიცემა მსოფლიოს ოცზე მეტ ქალაქში, სხვადასხვა ენაზე.

გაზეთს აქვს შაბათის დამატება - ”ფაიენენშალ თაიმს უიკენდი” (Financial Times Weekend ), სადაც ქვეყნდება პუბლიკაციები შემდეგ თემებზე: ბიზნეს- და პოლიტინფორმაცია, კომპანიები და ბაზარი, ცხოვრების სტილი და ხელოვნება... გარდა ამისა, თვეში ერთხელ გამოდის ჟურნალი ”ჰაუ თუ სპენდ ით” (How To Spend It), რომლის სტატიებიც ეძღვნება ფუფუნების საგნებს, მდიდრულ იახტებს, სახლებს და ა.შ.

FT-ს და FT.com-ის მფლობელია FT ჯგუფი, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაცია, რომლის ძირითადი საქმიანობაც საქმიანი სიახლეებისა და ბიზნესინფორმაციის გავრცელებაა. როგორც ჯგუფის ვებგვერდზეა აღნიშნული, ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით დიდი ავტორიტეტი აქვს, დიდად აფასებენ მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობასა და სიზუსტეს. ორგანიზაცია აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებსა და კომენტარებს ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, პოლიტიკისა და ხელოვნების შესახებ.

გაზეთის სარედაქციო კოლეგიას უფრო პროევროპული პოზიცია აქვს. FT მხარს უჭერს თავისუფალი ბაზრის სისტემასა და გლობალიზაციის პროცესს. 80-იან წლებში FT იზიარებდა რეიგანისა და ტეტჩერის პოლიტიკურ კურსებს. 2008 წლის აშშ-ს არჩევნებში გაზეთმა მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას კანდიდატურას. ბრიტანეთის 2010 წლის არჩევნებისას გაზეთი კონსერვატიულ პარტიას აკრიტიკებდა, თუმცა შემდეგ იქვე განაცხადა, რომ ბალანსის შენარჩუნების გამო, მაინც ამ უკანასკნელს დაუჭერდა მხარს.

2010 წლისათვის FT-ს ციფრულ და ბეჭდურ ვერსიებს მთელს მსოფლიოში დღეში საშუალოდ 1.9 მილიონი ადამიანი კითხულობდა.

ft.com


გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა