გამოცემა
Foreign Policy

[FP] „ფორინ პოლისი“ (ინგლ. - „უცხოური პოლიტიკა“ ანუ „საერთაშორისო ურთიერთობა“) ამერიკული ჟურნალია; გამოიცემა თვეში ორჯერ; ტირაჟი აღემატება 100 000 ეგზემპლიარს. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში (აშშ-ს დედაქალაქში).

ჟურნალი 1970 წელს დააარსეს სემუელ ჰანტინგტონმა და უორენ დემიენ მანშელმა. თავდაპირველად ჟურნალი კვარტალში ერთხელ გამოდიოდა. 1990-იან წლებში Foreign Policy აკადემიური ყოველკვარტალური გამოცემიდან გარდაიქმნა მოდურ ილუსტრირებულ ჟურნალად, რომელსაც თვეში ორჯერ გამოსცემდნენ. ჟურნალის მთავარი თემებია: საერთაშორისო პოლიტიკა, ეკონომიკა, ინტეგრაცია, სხვადასხვა საინტერესო იდეები... 2009 წელს ჟურნალი ფონდ Carnegie Endowment for International Peace-გან The Washington Post Company-მ იყიდა. Foreign Policy-ის თანამშრომლები არიან: პულიტცერის პრემიის ლაურეატი, სამხედრო რეპორტიორი ტომ რიკსი, ბესტსელერების ავტორი სტივ უოლტი, ვეტერანი ბლოგერი დენიელ დრეზნერი, კრისტიან ბროუსი (კონდოლიზა რაისის დიდი ხნის „სპიჩრაიტერი“), 9/11-ის კომისიის თავმჯდომარე ფილიპ ზელიკოუი და სხვები...

Foreign Policy აქვეყნებს „გლობალიზაციის ინდექსს“, „არშემდგარი ქვეყნების ინდექსს“, ასევე, წლის 100 წამყვანი მსოფლიო მოაზროვნის სიის საკუთარ ვერსიას.

2006 წელს ამოქმედდა ბლოგი - Foreign Policy Passport; 2009 წლიდან გამოცემის ვებგვერდი განახლდა და მოქმედებს, როგორც „ყოველდღიური ელექტრონული ჟურნალი“.

foreignpolicy.com


გამოცემის სტატიები
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,