გამოცემა
Frankfurter Allgemeine Zeitung

“ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი” (გერმ. – “ფრანკფურტის მთავარი გაზეთი”) - გერმანიის ნაციონალური გაზეთი. გამოიცემა 1949 წლიდან. მიჩნეულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ყოველდღიურ გერმანულ გამოცემად როგორც გერმანიაში, ასევე - მთელ მსოფლიოში. გაზეთის პოლიტიკური ორიენტაცია კლასიკურ-ლიბერალურია, თუმცა მასში ზოგჯერ კონსერვატიული ხედვების მხარდაჭერაც შეიმჩნევა.

FAZ კვირაში ექვსჯერ გამოდის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში ვრცელდება და დღეში საშუალოდ 360 446 ეგზემპლიარამდე იყიდება. გაზეთს აქვს საკვირაო გამოცემაც - FAS Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-ი (“ფრანკფურტის მთავარი საკვირაო გაზეთი”). 2002 წლიდან საკვირაო გამოცემა ხუთჯერ გახდა Society for News Design-ის (“ახალი ამბების დიზაინის საზოგადოება”) რჩეული და ის ასევე მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გაზეთადაც დასახელდა. FAZ-ში 300-ზე მეტი ადგილობრივი რედაქტორი და 40 საერთაშორისო კორესპონდენტი მუშაობს. მისი მფლობელი კომპანია Fazit-Stiftung-ია.

Franfurter Allgemeine Zeitung-ი გამოსვლის პირველივე დღიდან უარს აცხადებდა ფოტოილუსტრაციების გამოყენებაზე. გამონაკლისი გერმანიის გაერთიანების დღე, 1990 წლის 4 ოქტომბერი აღმოჩნდა, როდესაც FAZ-მა რაიხსტაგის წინ მოზეიმე ხალხის ერთი ფოტოსურათი გამოაქვეყნა; მეორე შემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბერს აღინიშნა, როდესაც გაზეთში ორი ფოტოსურათი (დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის) დაიბეჭდა. 2007 წლის 5 ოქტომბერს გამოცემამ შეცვალა თავისი ტრადიციული მიდგომა და პირველ გვერდზე ფერადი ფოტოების ბეჭდვა დაიწყო.

Franfurter Allgemeine Zeitung-ს აქვს ვებგვერდი, თვეში - 3,51 მილიონი მომხმარებლით, რამაც ის ყველაზე პოპულარულ გერმანულენოვან საინფორმაციო ტიპის ვებპორტალად აქცია. მისი მთავარი ოფისი ფრანკფურტ-ამ-მაინში მდებარეობს. მიუხედავად დევიზისა - Zeitung fur Deutschland (”გაზეთი - გერმანიისთვის“) - FAZ-ს საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიო მედიასივრცეში.

faz.net


გამოცემის სტატიები
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა