”რუსეთის მთავრობამ კავკასიის სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა”
გამოცემა :
18:23 09-09-2009

პაველ ფელგენჰაუერი - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტია. ის სხვადასხვა რუსულ გაზეთებში მუშაობდა, მათ შორის ინგლისურენოვან The Moscow Times -ში, რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისეთებთან როგორიცაა Jamestown Foundation-ი. დღეს "ნოვაია გაზეტას" მიმომხილველია. ამ გაზეთში მუშაობდა 2006 წელს მოკლული ანა პოლიტკოვსკაია


ბოლო თვეებში კავკასიაში ძალადობამ იმატა. რა არის ამის მიზეზი?

- კავკასიაში ძალიან უკმაყოფილოები არიან ფედერალური მთავრობის პოლიტიკით, ადგილობრივი კორუფციით, სისასტიკით და უშიშროების სამსახურების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებით. ამ ყველაფერს დავუმატოთ ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და სიღარიბის ზრდა. ძალადობის რკალი ისე დატრიალდა, რომ მისი კონტროლი შეუძლებელია.

ვინ დგას ამ თავდასხმების უკან, ჩეჩენი სეპარატისტები?

- არა მხოლოდ ისინი, ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ეფექტურად მოქმედებენ ისლამური იატაკქვეშა დაჯგუფებები. მათი ხალხი კარგადაა მომზადებული და უცხოეთიდან ფინანსურ მხარდაჭერასაც იღებენ, თუმცა უფრო ნაკლებს ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

ერთ დროს, თქვენ საქართველოს და რუსეთს შორის ომი იწინასწარმეტყველეთ. დაპირისპირება გაგრძელდება?

- დაძაბულობა, რომელიც დღეს შავ ზღვაზე შეიქმნა, სადაც საქართველო აფხაზეთში მიმავალ სატვირთო გემებს აკავებს, შეიძლება საზღვაო ომში გადაიზარდოს.

და რა ინციდენტია Arctic Sea-სთან დაკავშირებით?

- აი ეს კი ნამდვილად არ ვიცი. ძალიან უცნაური საქმეა. ამ ყველაფრის უკან რაღაც არასასიამოვნო ამბები იმალება. მე არ მინდა სპეკულაცია თემაზე - თუ ვინ წაიყვანა გემი, მასზე არსებული ტვირთის, იარაღის თუ ბირთვული ბომბების მიუხედავად. მართალი გითხრათ, არ ვიცი.

როგორ ფიქრობთ, აშშ და რუსეთი ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე დეკემბერში СНВ-1-ის ხელშეკრულების ამოწურვამდე შეთანხმდებიან?

- ვფიქრობ რომ გართულებები მოსალოდნელია. მოლაპარაკებების დროს სერიოზული პრობლემები გამოვლინდა. მაგალითად, მოსკოვი რაკეტების მზიდების განადგურებას მოითხოვს, ვაშინგტონი კი ამას არ თანხმდება. მით უფრო არ გაუგრძელდება ვადა СНВ-1-ს. ეს რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის გამყოფ ქობინებიანი რაკეტების განთავსებისთვის, რაც ახლა აკრძალულია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ შეთანხმება არ გაფორმდება, ტრაგიკული არაფერია. გამალებული შეიარაღება მაინც არ იქნება. აშშ-ს ეს არ სურს, რუსეთს კი ამის საშუალება არა აქვს.

მართალია ხმები რუსეთის არმიის მოდერნიზაციის შესახებ?

- დიახ, როგორც ჩანს ნამდვილი რეფორმა დაიწყო. აკადემია ნაკლებ ოფიცერს მოამზადებს, მაგრამ მათ უფრო ბევრს გადაუხდიან. ეს ისეთი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის, რომელსაც ლოკალურ კონფლიქტებში გამოიყენებენ, როგორც ეს მოხდა საქართველოში და შესაძლოა პერსპექტივაში, უკრაინაშიც კი მოხდეს.

მართალია, რომ პერსპექტივაში იარაღის შესყიდვა ნატო-ს ქვეყნებისგან მოხდება?

- რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უცხოეთში იარაღის შეძენის აუცილებლობასა და არმიის მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვაზე კონსენსუსი არსებობს. რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომპლექსს, ჩვენი არმიის საკმარისი რაოდენობის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა არ ძალუძს, მაგრამ ვფიქრობ ეს სწრაფად არ მოხდება. ჯერ სხვადასხვა წინადადებებს შეისწავლიან. ისიც გასარკვევია, ჯერ ამ საკითხზე ვაშინგტონი რას იტყვის, რადგან შეიარაღება რომელიც ევროპაში მზადდება შეერთებულ შტატებში შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

რატომ აღელვებს კრემლს ასე ის, რასაც ის ისტორიის გადაწერის მცდელობას უწოდებს?


- სინამდვილეში რუსეთს მხოლოდ ისტორია არ აღელვებს. იალტის კონფერენციის შემდეგ გარკვეული სისტემა განისაზღვრა, როდესაც საბჭოთა კავშირმა საკუთარი გავლენის სფეროს ცენტრალური ევროპის ქვეყნები შემატა და ეს 1989-წლამდე გაგრძელდა. ამგვარად, კრემლს ახლა კიდევ ერთი იალტა, ევროპაში გავლენათა სფეროების განაწილებაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება სჭირდება. ეს არის ის "უსაფრთხოების პაქტი," რომელსაც კრემლი გვთავაზობს.

რას უფრთხის რუსეთი?

- იმას, რომ მას დემოკრატიული ფასეულობებს, პრესის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხელისუფლების როტაციის აუცილებლობას თავს ახვევენ და ეს სამხედრო ზეწოლით მოხდება. სწორედ ამიტომ არის, რომ ვაშინგტონის მხრიდან პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმა რუსეთის მხრიდან საფრთხედ აღიქმება, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ მოსკოვს გარკვეული სახის მოქმედება აიძულონ. ეს დღევანდელი კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რუსული ელიტისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა