„საქართველოს გაერთიანებას ათ წელიწადზე მეტი არ დასჭირდება“
გამოცემა :
18:46 01-05-2010

საქართველოს ვიცეპრემიერი და რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი ესპანეთში ვიზიტით იმყოფება. მან მოლაპარაკებები გამართა ქვეყნის მთავრობის წევრებთან და პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პრესსამდივნოებთან. იაკობაშვილმა მის ქვეყანაში 2008 წლის ზაფხულის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობებში შექმნილი კრიზისის შესახებ ისაუბრა


მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ესპანეთის მთავრობას იმაზე ნაკლებად მტკიცე პოზიცია უკავია, ვიდრე ეს იყო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში?

- ესპანეთი, როგოც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, დღეს ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს მისი განსაკუთრებული ურთიერთობების წყალობით ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. ესპანეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების დონეზე, არამედ ევროკავშირის ფარგლებშიც. შესაძლოა, შემდეგ ნაბიჯად იქცეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა იმყოფებოდნენ.

ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ გაზეთ The New York Times-ის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას დასავლური სამყაროსგან რუსეთის უფრო მეტად დაშორება მოჰყვება. როგორ მიგაჩნიათ, ესპანეთმა უკან დაიხია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებზე მხარდაჭერისგან, რის შესახებაც მან ბუქარესტში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა?

- დადგება მომენტი, როდესაც ყველა გაიგებს, რომ ნატო-ს შესაძლო გაფართოვებას ანტირუსული შინაარსი არა აქვს და ამ ბლოკის წევრი-სახელმწიფოები დემოკრატიულ და სტაბილურ რუსეთში დაინტერესებულები არიან. რუსეთს რომ ნატო-ს გაფართოვებაზე ვეტოს დადების შესაძლებლობა მიეცეს, ის ამას მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის თანხმობად აღიქვამს. მეტ-ნაკლებად სტაბილური საზღვრები რუსეთის იმ მეზობლებს აქვთ, რომლებიც უკვე ნატო-ს წევრები არიან და პირიქით, იმ მოსაზღვრე ქვეყნებთან რომლებიც ალიანსში არ გაწევრიანებულან, რუსეთის ფედერაციას პრობლემები აქვს. ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ როდესაც საქმე ნატო-ში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერას შეეხება, ესპანეთი ასეთ მხარდაჭერას აღმოგვიჩენს, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობის სურვილია.

იმ შეზღუდული რაოდენობის ქვეყნებს შორის, ვინც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ვენესუელა და ნიკარაგუაა. რით ახსნით ამას?


- ეს გამონაკლისი შემთხვევაა, რომელსაც ბოლივარიანულ იდეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს. ეს ის სასოწარკვეთილი ქვეყნები არიან, რომლებმაც მოსკოვმა ფინანსურად დააჯილდოვა. იგივე ტიპის სხვა ქვეყნები, მაგალითად კუბა, კრემლის ზეწოლის მიუხედავად ღირსეულად იქცევა.

რა არის აუციელებლი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად?

- რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები. როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, მათ ქართული ტანკები კი არ ჩაენაცვლებიან, არამედ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები, რაც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას და დევნილების დაბრუნებისთვის პირობებს შექმნის. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი მხარს უჭერს იმას, რის წინააღმდეგაც თავად გამოდის, როდესაც საქმე პირადად მას ეხება. პუტინმა და მისმა „კაგებეშნიკმა“ ხელქვეითებმა შესძლეს რუსეთის მონოპოლიზება და თუკი ვინმეს ამ პოლიტიკის გაგრძელება სურს, ხელი უნდა შეუშალოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მე სულაც არ მახარებს ის, რომ საქართველო საცდელი კურდღლის მდგომარეობაშია, მაგრამ სამწუხაროდ ის იმ ადგილად იქცა, სადაც რუსეთი მსოფლიო წესრიგის წესების სიმტკიცეს ცდის.

რუსეთს მისცეს საშუალება საქართველოში დაუსჯელად ემოქმედა. მან იგრძნო რომ შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლის და თუკი მომავალშიც ასე გაგრძელდება, ის რევანშისტულ ქვეყნად გადაიქცევა. ეს კი ძალიან სახიფათოა.

დადგება კი ოდესმე საქართველოს გაერთიანების დღე?


- ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ რომ ამისთვის ჩვენ ათ წელზე მეტი არ დაგვჭირდება. ამის მისაღწევად, საქართველო უფრო ძლიერი უნდა იყოს, რუსეთმა კი უნდა გაიგოს, რომ მის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ თავად რუსეთს ანგრევს. რუსეთის ზოგიერთ წრეებში ამას უკვე განიხილავენ. მათ ძალიან გაუჭირდებათ ქართული ტერიტორიის იმ ნაწილის მონელებას, რომლის წართმევაც ჩვენთვის სურთ.

როგორ აფასებთ რუსეთის მხრიდან ისეთი ქართველის რეაბილიტაციის მცდელობებს, როგორიც სტალინია?


- ჩვენ ეს არ მოგვწონს. სტალინი, როგორც იმ პერიოდის ყველა ხელმძღვანელი, უკიდურესად ნეგატიური ფიგურაა. ქართულმა წარმომავლობამ მას სულაც არ შეუშალა ხელი იმაში, რომ უამრავი ქართველი დაეხვრიტა. რუსეთის პრობლემა ის არის, რომ ის წარსულისკენ იხედება და არა მომავლისკენ.

რა კონკრეტული თხოვნით მიმართეთ ესპანეთის მთავრობას?


- ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირში ესპანეთის თავმჯდომარეობის დროს ხელი მოეწეროს დოკუმენტს საქართველოს და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის წესის გამარტივებაზე. მიგვაჩნია რომ ეს ხელმოწერა ესპანეთის ნახევარწლიანი თავმჯდომარეობის ბოლო კვირებში შეიძლება შედგეს. მინდა აღვნიშნო, რომ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მორატინოსმა ამ საკითხის გადაწყვეტაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა