კავკასიური კონტექსტი: ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს დემოკრატიის შესახებ
გამოცემა :
16:55 24-01-2012

Caucasus Context-ი იქნება Evolutsia.Net-ის ყოველკვირეული ინტერვიუების ციკლი. ჩვენ გააშუქებთ საყურადღებო რეგიონულ საკითხებს. დღეს Caucasus Context-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს ლინკოლნ მიტჩელს საქართველოში დემოკრატიის პროგრესზე ესაუბრება.


ამერიკულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ Freedom House -მა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნა ახალი დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია თავისუფლების ხარისხი მთელ მსოფლიოში 2012 წლისათვის. საქართველოს რეიტინგი 2011 წლის შემდეგ არ შეცვლილა - პოლიტიკური თავისუფლებანი შეფასებულია რიცხვით 4, ხოლო სამოქალაქო უფლებანი - 3-ით. შეფასებათა შკალა 1-დან 7-მდეა და 1-ით აღნიშნება ყველაზე მაღალი ხარისხის თავისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონული ლიდერია და ყველაზე ქმედითი კავკასიური ქვეყანაა, თბილისის მაჩვენებლები ბოლო ათი წლის განმავლობაში ძირითადად სტაგნაციის მდგომარეობაში რჩება. ერთხელ Freedom House -მა მას ელექტორალური დემოკრატიის წოდება მიანიჭა, მაგრამ 2009 წელს, 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მან ეს სტატუსი დაკარგა.

კოლუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელს, ლინკოლნ მიტჩელს, პოსტ-საბჭოთა გარდამავლობის ექსპერტსა და საქართველოში ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელს, Evolutsia.Net-ი იმაზე ელაპარაკა, თუ რაზე მიანიშნებს ეს მაჩვენებლები საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით დღეს და ზოგადად.

Freedom House-ის ბოლოდროინდელი შეფასებები საქართველოს ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. მას აღარ აქვს ”ელექტორალური დემოკრატიის” სტატუსი. მაშინ, როდესაც საქართველომ აშკარად მიაღწია წარმატებას დანაშაულისა და კორუფციის შემცირებაში, რატომაა რომ საქართველოს მაჩვენებლები ძირითადად სტაგნაციაში იმყოფება?

Freedom House ცდილობს უფრო თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი გაზომოს და არა მართვის. ”ვარდების რევოლუციის” შემდგომი საქართველოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელი ისაა, რომ იმ დროს, როდესაც მათ გააუმჯობესეს მართვა, შეამცირეს წვრილმანი კორუფცია, ბიროკრატია და სხვა ამგვარი მოვლენები, მათ ძალიან ცოტა რამ გააკეთეს ხელშესახები დემოკრატიული რეფორმების ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული კარგი საქმეები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს, მაგრამ შეცდომაა იმის დაშვება, რომ ამ კარგმა საქმეებმა საქართველო უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად აქცია. მედიის თავისუფლების მუდმივი პრობლემა, სახელმწიფო ძალაუფლებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, აღმასრულებელი ხელისუფლების დომინირება, ოპოზიციის დევნა და სხვა ამგვარ პრობლემებთან დაკავშირებული ვითარება ამ ბოლო წლებში არ შეცვლილა. მე ვეთანხმები Freedom House-ის შეფასებას, საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული რეჟიმი, ის სადღაც შუაშია. ამიტომაც დაიმსახურა მან ”ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის” რეიტინგი.

ამ წლის ბოლოს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, ხოლო მომავალ წელს - საპრეზიდენტო. რამდენად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები ცოტა ხანში გამოსწორდება?

მე ოპტიმისტურად არ ვუყურებ ამ მაჩვენებლების გამოსწორების შესაძლებლობას მოკლევადიან პერსპექტივაში. საქართველოს მთავრობა ისეთი არჩევნების მიმდევარია, როდესაც ისიც კამარა, თუ ეუთოს, ”დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის” და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ძუნწ დასტურს მიიღებენ, თუმცა არჩევნები ისევ საკმარისად უსამართლო რჩება, რათა მმართველი პარტიის გამარჯვება უზრუნველყოს. ვფიქრობ, რომ 2012 წლის არჩევნებზეც იგივე მოხდება. ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ სცენაზე გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ ვითარება შეცვალოს, რადგან ის უძლიერესი ოპოზიციური ფიგურაა მათ შორის, ვისთან დაპირისპირებაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მთავრობას მოუხდა და ის არის ერთადერთი ფიგურა, ვისაც მთავრობასთან კონკურირების რესურსი გააჩნია.

ვფიქრობ, რომ არასაარჩევნო წელი უფრო წინ წასწევდა საქართველოს Freedom House-ის რეიტინგში, რადგან მთავრობას შესაძლოა უფრო მოენდომებინა ლიბერალიზაცია, როდესაც ამდენი რამ არ იდებოდა სასწორზე.

როგორია ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა დემოკრატიის მშენებლობა სწორ გზაზე დააბრუნოს?

საქართველოს მთავრობა დემოკრატიას სერიოზულად უნდა მოეკიდოს და გააცნობიეროს - იმისთვის, რომ საქართველომ საგარეოპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს, მეტი დემოკრატია აბსოლუტურად აუცილებელია, თუმცა საკმარისი არ არის. თუ ეს არჩევნები და ასევე წინსაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი,მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,