საქართველოს პრემიერმინისტრი სააკაშვილს „პოლიტიკურ გვამს“ უწოდებს
გამოცემა :
00:50 20-10-2013
თბილისი - საქართველოს მილიარდერმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, კვირას, მის მოსისხლე მტერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "პოლიტიკური გვამი" უწოდა და განაცხადა, რომ ამ თვის ბოლოს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის შეიძლება სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს.

"სააკაშვილი პოლიტიკური გვამია. მას საქართველოში პოლიტიკური კარიერა არასდროს აღარ ექნება", უთხრა ივანიშვილმა AFP-ს ინტერვიუში თავის ფუტურისტულ მინის სასახლეში, რომელიც თბილისს გადაჰყურებს.

პროდასავლელ სააკაშვილს, რომელიც კავკასიის ამ ქვეყნის პოლიტიკაში დომინირებს მას შემდეგ, რაც 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" ტალღაზე ხელისუფლებაში მოვიდა, თანამდებობის დატოვება უწევს, როდესაც მისი მეორე ვადა ამოიწურება 27 ოქტომბრის არჩევნებთან ერთად.

დღემდე ახალგაზრდა 45 წლის სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მას უნდა, რომ კვლავ იაქტიუროს ქართულ პოლიტიკაში.

თუმცა, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი მტერი შეიძლება სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდეს იმ დარღვევების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო.

"ვფიქრობ, სააკაშვილს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, შესაბამისად, მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ის შეიძლება დაკითხონ", თქვა ივანიშვილმა.

ის ამტკიცებს, რომ პროკურორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ნებისმიერ გამოძიებაზე და ისინი ვერ იქნებიან პოლიტიკურად მოტივირებულები.

ივანიშვილი და სააკაშვილი ერთწლიან კოაბიტაციაში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შარშან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებას სააკაშვილის მოკავშირეების მიმართ გამოძიებების ტალღა და წამყვანი მაღალჩინოსნების დაპატიმრება მოჰყვა, რამაც დასავლეთში შესაძლო შერჩევით სამართალზე შიშები გააჩინა.

ივანიშვილმა დაადასტურა ასევე საკუთარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ამ თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე გადადგება.

"ინაუგურაციიდან ერთი კვირის განმავლობაში გადავდგები", განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ თავის მემკვიდრეს მანამდე დაასახელებს.

"პრემიერმინისტრის თანამდებობას 24 ნოემბრამდე დავტოვებ".

57 წლის მილიარდერმა მაგნატმა, რომელიც პოლიტიკაში შევიდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ გადადგებოდა.

გიორგი მარგველაშვილი, ივანიშვილის კოალიციის კანდიდატი, ამ არჩევნების ფავორიტია.

მიუხედავად კვლევებისა, რომელშიც გამოკითხულთა 20% არ აქვს გადაწყვეტილი ხმას ვის მისცემს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კანდიდატი მიიღებს აუცილებელი ხმების 50%-ს და მეორე ტური არ იქნება.

"თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს პირველივე ტურში. მეორე ტური არ იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება", განაცხადა მან.

ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველო განაგრძობს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას და, იმავდროულად, შეეცდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც ძალიან გაფუჭებული იყო 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო.

"ვერავინ შეუქმნის პრობლემას ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიას - ევროპასა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას", თქვა მან.

ივანიშვილი, რომლის მმართველობას ფართოდ აკრიტიკებენ არაეფექტურობის და ეკონომიკის შესუსტების გამო, ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ მთელ ყურადღებას საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართავს.

"ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები და არ ვუყუროთ მხოლოდ იმას თუ ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი", თქვა მან და უარი თქვა სამომავლო გეგმებიდან რაიმე დეტალის გათქმაზე.

ბრიტანელი მხატვრის ლუსიენ ფრეიდის ნახატის წინ მჯდომმა ივანიშვილმა უარყო ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს ის ქვეყნის მართვას ჩრდილიდან განაგრძობს.

"რა ლოგიკა იქნება იმაში, რომ ქვეყანა კულისებიდან ვმართო?", კითხულობს ივანიშვილი. "არ ვაპირებ კულისებიდან მოქმედებას".

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა