საქართველო აცხადებს, რომ 2008 წლის ომმა რუსეთს ყირიმის აღებისკენ უბიძგა
გამოცემა :
00:00 12-03-2014
საერთაშორისო საზოგადოების მარცხმა, დაესაჯა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შემოჭრისათვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს.

„ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სცენარს, როდესაც მან სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები 2014 წელს ის სხვა ქვეყანის მიმართ იყენებს, ადასტურებს იმას, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით წინ აღვდგომოდით რუსეთს“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუში.

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული დაძაბულობა თბილისსა და მისი საბჭოთა ეპოქის ბატონს, მოსკოვს შორის ხუთდღიან სისხლიან ომში გადაიზარდა, რასაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრა მოჰყვა.

კონფლიქტის ფეხდაფეხ კრემლმა სამხრეთ ოსეთისა და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ შეიარაღებული ძალების ათასობით ჯარისკაცი განათავსა. ამ ფაქტს ოფიციალური თბილისი დეფაქტო ოკუპაციად აფასებს.

ახლა კი, კრემლის ფავორიტის იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ, მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული ძალების შეყვანამ და რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის თაობაზე რეფერენდუმის გამოცხადებამ, საქართველოში დეჟავუს მტკივნეული განცდა გააჩინა.

„დღეს შეგვიძლია სინანულით ვთქვათ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა ის, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია“ , განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმის მცხოვრებლებისათვის რუსული პასპორტების დარიგება, 2008 წლის ომის პერიოდში გამოყენებული ტაქტიკის გამოძახილია. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ამჯერად უფრო მკაცრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს, რათა მომავალში კრემლმა ვერ შეძლოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.

„აუცილებელია ცხადი და ძლიერი საპასუხო ქმედებების ჩამოყალიბება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასოდეს გამეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების [რუსული] იდეა ჩავარდება“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველო იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ხელი მოეწერება ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის შესახებ ისტორიულ ხელშერულებას და ეს იქნება წლების განმავლობაში მიმდინარე იმ პროდასავლური პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევდა.

გასულ წელს მოსკოვის ზეწოლით იანუკოვიჩმა შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება მიიღო - უარი თქვა ასეთივე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყების მიზეზი გახდა და, საბოლოოდ, მისი დამხობით დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის წინ მოსკოვი თბილისზეც მოახდენს ზეწოლას.

„უკრაინის კრიზისი გვაიძულებს, რომ უფრო ფხიზლად ვიყოთ“, ამბობს მარგველაშვილი.

საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყვეტილია, მაგრამ პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება კვლავ პრიორიტეტულია.

გიორგი მარგველაშვილმა ნოემბერში ჩაანაცვლა აშშ-ის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თბილისი მოსკოვთან გამანადგურებელ კონფლიქტამდე მიიყვანა, თუმცა დღემდე მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი შეიმჩნევა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მხრივ.

სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები კი ახალ ხელისუფლებას იმისთვის აკრიტიკებენ, რომ მან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებული ქმედებების დაგმობის სათანადო მხარდაჭერისათვის.

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა