დღევანდელი რუსეთი – ცრუ სუპერსახელმწიფო
გამოცემა :
20:05 09-10-2008

ფილიპ მორო დეფარჟი - საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის გამომცემლობის RAMSES-ის (ყოველწლიური ანგარიში ეკონომიკურ სისტემასა და სტრატეგიაზე) თანადირექტორი და მსოფლიო სტრატეგიისა და გეოპოლიტიკის დარგში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტია. ახლახან ამ თემაზე მან ძალიან მნიშვნელოვანი შრომა გამოსცა: "გეოპოლიტიკა ჩაიდნებისთვის" (La Géopolitique pour les nuls) - დიდი ფინანსური კრიზისის შედეგად დაბადებული ახალი მსოფლიოს შესანიშნავი ანალიზი.


შეიძლება თუ არა დღევანდელი ფინანსური კრიზისი 1929 წლის დიდ დეპრესიას შევადაროთ?

- დიახ, მათი შედარება შესაძლებელია. საერთო ნიშნები თვალშისაცემია: მსოფლიო ბირჟების დაცემა, დომინოს ეფექტი, რომელმაც ყველა ქვეყანა მოიცვა. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობებიც. დღეს ჩვენ მსოფლიო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, მაშინ როდესაც 1929 წლის კრიზისი დიდ წილად ევროპული, ამერიკული და იაპონური კრიზისი იყო. დღევანდელ კრიზისში მსხვილი მოთამაშეები მონაწილობენ, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი, რომლებსაც ბოლოს და ბოლოს შეუძლიათ რაღაც იღონონ და პროცესზე გავლენა მოახდინონ. დღევანდელი მსოფლიო გაცილებით მდიდარია. სახელმწიფოებს და ინსტიტუტებს ჩარევისთვის წარმოუდგენლად დიდი რესურსები გააჩნიათ. მესამე სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ მსხვილ მოთამაშეებს უკვე აქვთ 1929 წლის გამოცდილება. ჩვენ ვიცით იმ დიდი შეცდომების შესახებ, რომელთა თავიდან აცილებაც შეგვიძლია. მეოთხე: დღეს მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები. და მეხუთე: 1929 წლის კრიზისმა საშინელი მტრობა დათესა. დღეს ყველა მნიშვნელოვანი სუბიექტი, რუსეთის გარდა, ძალიან ფრთხილად მოქმედებს.

ყოფილი "იმპერიალისტური რესპუბლიკა", ამერიკის შეერთებული შტატები დღეს არასაკმარისად მცირეა იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური სისტემის კრიზისი აკონტროლოს?

- დიახ. 1929 წლის დიდი კრიზისი 1945 წელს დასრულდა, როდესაც აშშ მსოფლიოს წამყვან სუპერსახელმწიფოდ გარდაიქმნა. დღეს საპირისპირო კრიზისს განვიცდით. დღევანდელი კრიზისი იმპერიის დაცემაზე მიგვანიშნებს, რომელიც ყველა იმ კრიზისის მსხვერპლი გახდა, რომელიც დაცემის პროცესში მყოფ იმპერიებს ახასიათებთ, გადაჭარბებული მომხმარებლობა და უზარმაზარი ვალები.

იმავდროულად, პირველად ისტორიაში ევროპა ვერ აკონტროლებს და არ ძალუძს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ევროპის კეთილდღეობას საკუთარი ენერგომამარაგების გაკონტროლების უუნარობა ემუქრება. ევროპა ბიზანტიას ხომ არ გაგონებთ?

- მართლაც, ეს ტრაგიკული მოგონებაა. თუმცა ბიზანტია სამხედრო ინტერვენციას შეეწირა. დღევანდელი გამოწვევა - მსოფლიო ეკონომიკური კონკურენციაა. ევროპის ენერგეტიკული სისუსტე აშკარა და სერიოზულია.

ევროპის ერთ-ერთ საზღვართან რუსეთი თავის არმიას იმპერიული სიმტკიცით იყენებს.

- რუსეთი დღეს XIX საუკუნის მსხვილი კოლონიალური იმპერიის მსგავსად იქცევა, თუმცა, მე მეჩვენება რომ - ის ცრუ იმპერიაა. მისი დემოგრაფია, ჯანდაცვა, გაგების უნარის არ ქონა, რუსეთს ძალიან უსლის ხელს ამ სტატუსით კიდევ უფრო ღრმად იმოქმედოს. ერთხელაც, რუსეთი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ამ კოლონიალური საქციელისთვის, რაც პარტიზანული მოძრაობების ჩასახვას უწყობს ხელს - ახალი ტერორისტული საფრთხეების ჩანასახებს.

თუ სწორად გავიგე, ნაციონალიზმის პრობლემამ შეიძლება ახალი კრიზისების პროვოცირება მოახდინოს თავად რუსეთის ტერიტორიაზე და მის პერიფერიებზე.

- რა თქმა უნდა. ხალხების თვითგამორკვევის უფლების ძველი კონცეფციის გამო მსოფლიოში ბევრი ხმაურია, ის გაუთავებელი და უსაზღვრო დაქუცმაცების წყაროდ იქცა.

როგორ შეიძლება ამ დინამიკამ ევროკავშირზე და მთელს ევროპაზე იმოქმედოს?

- ის შესაძლებელია ევროკავშირის დაშლის ფაქტორი გახდეს, რადგან კონფლიქტების კატალიზატორია. სახელმწიფოების ტრადიციული ლეგიტიმურობა ეროზიას განიცდის. ინსტიტუტები არ არსებობენ და არ ჩანან დღევანდელი დიდი ფინანსური კრიზისის პირობებში. მესამე ადგილზე - მიკროსახელმწიფოების და სხვადასხვა ერების ლეგიტიმურობაა.

როგორ ფიქრობთ, ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიო ლიდერობისკენ მიისწრაფვიან? საით მიდის საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კრიზისის გამო?

არა. არც ჩინეთი და არც ინდოეთი არ ცდილობენ აშშ-ს ადგილის დაკავებას. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიო გეოპოლიტიკის ხანგრძლივ გარდამავალ ფაზაში შევდივართ. კოლოსები - აშშ, რუსეთი, ჩინეთი - შესაძლოა კოლოსების 'სინდიკატის" მაგვარი შეთანხმების აღდგენას შეეცადონ. მაგრამ არ დაგავიწყდეტ, რომ კოლოსები როგორც წესი ერთმანეთს არ ენდობიან, ხანდახან კი ერთამენთის საერთოდ არ ესმით ხოლმე. აშშ - იმპერიაა, რომელიც დაცემის ფაზაშია, წაქცეული კოლოსი. მაგრამ მსოფლიო არენაზე მისი შემცვლელი, მისი მსგავსი არ არსებობს.

როგორი უნდა იყოს აშშ-ს მომავალი პრეზიდენტის პრიორიტეტები?

- პირველ რიგში, მან საკუთარი ქვეყნის ფინანსური სისტემა უნდა მოაწესრიგოს. ცნობილი ჩრდილოამერიკული ვალის გამო, მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა იძულებული გახდეს, რომ ამ ვალის გიგანტური ნაწილის საკითხი თავის კრედიტორებთან განიხილოს. მეორეც, აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარ პოლიტიკას უნდა გადახედოს. ვაშინგტონს მოუწევს ევროპაში მის ჯიუტ მოკავშირეებთან უფრო მკაცრი გახდეს.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა