“ჩვენი სტატუსის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია”
გამოცემა :
11:38 22-04-2009

ბატონო პრეზიდენტო, რაიმე რეალურად შეიცვალა აფხაზეთის ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც რუსეთმა შარშან აგვისტოში თქვენი დამოუკიდებლობა აღიარა?


რა თქმა უნდა. ჩვენი ხალხი ოცნებობდა დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მე უკვე ვიცი ახლა რასაც მკითხავთ, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთმა გვცნო, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის დავაჩქაროთ სხვა ქვეყნების მიერ ჩვენი აღიარების პროცესი. ჩვენ გვესმის ამ დროს ევროპა როგორ სირთულეებს აწყდება: ამერიკის შეერთებული შტატების, კოსოვოს გამო, ამიტომ ჩვენ არავის არ ვთხოვთ აღიარებას. ჩვენ ჯერ კონცენტრაცია იმაზე უნდა მოვახდინოთ, რომ ჩვენი რესპუბლიკის შიგნით ცხოვრებისთვის კარგი სამართლებრივი ბაზა შევქმნათ.

ხომ არ გეშინიათ, რომ რეალურად აფხაზეთს დამოუკიდებლობა არ მოუპოვებია, არამედ კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა რუსეთზე?

ჩვენ რუსეთზე ზუსტად იმდენად ვართ დამოკიდებული, რამდენადაც კოსოვო ნატო-სა და ევროკავშირზე, ან ლიხტენშტეინი შვეიცარიაზე. აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახელწმიფოები ბუნებაში არ არსებობენ. ჩვენ არ გვეშინია, რომ რუსეთის დანამტად გადავიქცევით, თუკი ჩვენ ბელარუსიც გვცნობს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ალბათ რუსეთ-ბელარუსის პაქტს მიუერთდება. ეს ნორმალური განვითარების პროცესია, ისეთივე, როგორიც ევროპასა და ევროკავშირში: ერთად ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე ცალ-ცალკე.

ახლახან ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნები აფხაზეთში იყო. ევროკავშირის და აფხაზეთის თანამშრომლობისთვის რა შესაძლებლობებს ხედავთ?

ჩვენ ამ ურთიერთობის განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს კითხვა ჩვენ არ გვეკუთვნის, ის ევროკავშირს უნდა დაუსვათ, რომელიც დღემდე იმ პოზიციაზე დგას, რომ საქართველო იყო და რჩება ერთიან სახელმწიფოდ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არ მოხდება. ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, გვაქვს დამოუკიდებელი ოპოზიციური პრესა და სამოქალაქო საზოგადოება, ჩვენთან არჩევნები ბევრად უფრო დემოკრატიულად ტარდება, ვიდრე საქართველოში, სადაც პრეზიდენტებს თავიანთი პოსტებიდან ერთი მეორეს მიყოლებით უკანონო მეთოდებით აგდებენ და სადაც დღესაც სახელმწიფოს მეთაურის დამხობას აპირებენ. იქ დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ევროკავშირს პრობლემები ექნება მანამ, სანამ ის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას იყენებს. რატომ არის ჩვენთვის შეუძლებელი ის, რაც შესაძლებელია კოსოვოსთვის? ჩვენი სტატუსის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია და ევროკავშირმა ეს უნდა გაიგოს.

რის საფუძველზე შეიძლება აღდგეს დიალოგი საქართველოსთან?

თუკი ეს იქნება დიალოგი ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც მეზობლები არიან და რომელთა ისტორიაში ბევრი რამ იყო საერთო. მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველოში, ისეთი პოლიტიკური ძალის მოძებნა, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა, როგორც ჩანს წარმოუდგენელია. იქ ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებს და დიალოგს საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან, სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან არ ვაპირებთ. ეს ტოტალიტარული, ფაშისტური რეჟიმია, რომელთანაც ჩვენ არასდროს ვილაპარაკებთ. როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში პოლიტიკოსების ახალი თაობა მოვა, რომელსაც გაცნობიერებული ექნება, რომ მეზობლებთან ურთიერთობის აწყობა კონფრონტაციასა და სისხლისღვრაზე არ შეიძლება, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით მათთან სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო საკითხებზე სალაპარაკოდ. არსებობს ბევრი გადაწყვეტილება, რომელთა მიღებაც საჭიროა ერთობლივად, შეთანხმებულად. მე რეალისტი ვარ. ვიცი რომ არც შემდეგი და არც იმის შემდეგი მთავრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მაგრამ იქ უნდა გაჩნდეს ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე ცოტა, დიალოგის უნარი ექნება. თავდაპირველად კი, რა თქმა უნდა, ხელმოწერილი უნდა იყოს დოკუმენტი კეთილმეზობლობასა და ძალის გამოუყენებლობაზე. ჩვენ ყველა თემაზე სასაუბროდ მზად ვართ, ერთის გარდა - ეს არის ჩვენი სტატუსის საკითხი.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,