რუსულ-ქართულ კონფლიქტში ყველა დამნაშავეა
გამოცემა :
15:41 19-11-2008

ელეონორ ჰოლი: ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა Amnesty International-მა ახლახან ქართულ-რუსულ კონფლიქტზე ანგარიში გამოქვეყნა, რომელსაც საკმაოდ პირდაპირი სათაური აქვს: "მშვიდობიანი მოსახლეობა ცეცხლის ხაზზე".


ორგანიზაცია აცხადებს, რომ ომში მონაწილე ყველა მხარემ დაარღვია ჰუმანიტარული სამართალი.

მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ომი 5 დღეში დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ათობით ათასი მცხოვრები კვლავ მძიმე მდგომარეობაშია და შინ ჯერ ვერ დაბრუნებულა.

ანგარიშის შესახებ Amnesty International-ის წარმომადგენელს, ჯონ დალჰუისენს კორესპონდენტი სკოტ ბივენი ესაუბრა.

- ცხადია, რომ ეს პატარა რეგიონში მომხდარი პატარა ომი იყო. მაგრამ ხარისხობრივად დარღვევები, და არსებობს ამის უტყუარი მაჩვენებლები, ძალიან სერიოზულია. აქ საუბარი არ არის მასშტაბებზე, ლაპარაკია დარღვევათა სიმძიმეზე.

კონფლიქტის მსვლელობისას ორივე მხარემ ძალის განურჩეველი გამოყენებით მშვიდობიან მოქალაქეებს დარტყმა მიაყენა. ეს ჯერ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე ქართული შეტევისას მოხდა და მერე, რაღა თქმა უნდა, რუსეთის საპასუხო შეტევის დროს.

რამდენად უტყუარია მონაცემები? Amnesty International-ი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულია ჩადენილი?


- ჩვენ მართლა ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, განურჩეველი შეტევა და შემდეგ, ძარცვის, მოროდიორობის პრეცედენტები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სამხედრო შენაერთებმა ჩაიდინეს და რომლებიც არ აღკვეთა რუსულმა არმიამ, თუმცა ამ რაიონებს ამ დროს ის აკონტროლებდა.

თქვენ ანგარიშში აღნიშნეთ, რომ არსებობს ორივე მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების სერიოზული მტკიცებულებები. რა მტკიცებულებებია ეს და რა შედეგი შეიძლება მათ მოყვეს?

- უტყუარი მტკიცებულებაა კასეტური ბომბების დარტყმით დატოვებული მატერიალური კვალი, შეიარაღების ნარჩენები, რომელიც რუსული და ქართული ჯარის მიერ იქნა გამოყენებული, მათ შორის უმნიშვნელო, მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს. სხვადასხვა ადგილას ორივე ტიპის ყუმბარაა აღმოჩენილი და ეს მონაცემები შეესაბამება იმ ჩვენებებს, რომლებიც ორგანიზაციის მკვლევარებმა ამ მიდამოებში მოისმინეს.

კასეტურ ბომბებთან დაკავშირებული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი აფეთქება ფარავს საკმაოდ დიდ სივრცეს, ხოლო ზუსტი დამიზნება რთულია, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რისკი მაღალია. კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი აუფეთქებელი ბომბების ნარჩენები საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას: პირველ რიგში ბავშვებს, აქ მომუშავე გლეხებს.

ანგარიშში თქვენ მოუწოდებთ რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით შემოსულ ყველა საჩივარზე გამოძიება ჩაატარონ, მაგრამ თქვენ საერთაშორისო საზოგადოებასაც მეტ აქტიურობას სთხოვთ. რა შეიძლება გაკეთდეს უფრო მეტი ამ მიმართულებით და რატომ მიგაჩნიათ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოიჩინა?

- არსებობს რამდენიმე სხვადასხვა შესაძლო გზა. პირველი, რომელზეც Amnesty International-მა მიუთითა, ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული საგამოძიებო კომისიის გააქტიურებაა. ამ ორგანოს მუშაობას ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან და რუსეთთან ერთად მომხდარის ანალიზია გასაკეთებელი, შემდეგ კი მათ რეკომენდაციები უნდა მიეცეს.

საერთაშორისო გამოძიების წარმართვის კიდევ ერთი გზა ისაა, რომ კონფლიქტის საწყისი ეტაპი იქნას გამოკვლეული. მაგრამ რუსეთისა და საქართველოს მიერ ჩატარებული გამოძიება არაადეკვატურია, ამიტომ, ალბათ, ეს საკითხი საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ბრალმდებელმა უნდა გამოიძიოს ბრალდებები სამხედრო დანაშაულებებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების ფაქტები ხუთდღიანი ომის შემდეგაც გაგრძელდა და გარკვეულ დროს კიდევ გასტანს. ომის შედეგებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, შოკისმომგვრელი?

- უპირველესად ყოვლისა ეს იძულებით გადაადგილებულთა დიდი რაოდენობაა, მით უფრო თუ არეალის უმნიშვნელო მასშტაბებს გავითვალისწინებთ, მე განსაკუთრებით ეთნიკურ ქართველთა პრობლემას მინდა გავუსვა ხაზი. ისინი სამხრეთ ოსეთიდან იძულებით წამოვიდნენ და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მათი რაოდენობა დაახლოებით 20 000 აღწევს.

დაახლოებით კიდევ 10 000 უკან იმიტომ ვერ დაბრუნდება, რომ მათი სახლები, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გარეთ, დანგრეულია.

მაგრამ ისინიც, ვისაც დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ძალიან დაძაბულ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა