ჰოლივუდის პროექტი ქართულ-რუსულ კონფლიქტზე მოგვითხრობს
გამოცემა :
18:00 22-10-2009

რუსეთმა ეს მოვლენა სატელევიზიო სერიებად აქცია. ახლა ჰოლივუდიც მოქმედებას იწყებს და ენდი გარსია მთავარ როლშია


მაგრამ, როგორც ჩვენი მოსკოველი კორესპონდენტი სკოტ ბივენი იტყობინება, ამერიკული კომპანიის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღების გადაწყვეტილებამ, სულ ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც ბრძოლა შეწყდა, რუსი კრიტიკოსების საშინელი პროტესტი გამოიწვია.

(სტვენისა და მხიარული შეძახილების ხმა)

სკოტ ბივენი: საქართველოს პარლამენტთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ წინ სცენაზე კოსტუმში ჩაცმული კაცი დგას, რომელიც ერთი შეხედვით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ის წინ გამოდის და რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკების გამო მიმდინარე ომზე სიტყვის თქმას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი (რომელსაც ენდი გარსია თამაშობს): და ახლა აქ, ამაღამ დამოუკიდებლობის საკითხი წყდება.

(შეძახილები, აპლოდისმენტი)

და არა მხოლოდ ჩვენი საყვარელი საქართველოსთვის.

სკოტ ბივენი: მაგრამ ის, ვინც ახლა ლაპარაკობს, საქართველოს პრეზიდენტი არ არის, არამედ მსახიობი ენდი გარსიაა, ხოლო ადამიანები, რომლებიც ანტი-საომარ პლაკატებს აფრიალებენ, დემონსტრანტები კი არა, მსახიობები არიან. ეს არც 2008 წლის აგვისტოა, როდესაც რუსულმა ჯარმა სულ რაღაც ხუთ დღეში დაამარცხა ქართული არმია.

2009 წლის ოქტომბერში ეს ყველაფერი ქალაქში შემოსული ჰოლივიდური კამერების წინ ხდება.

რუსუდან პირველი ქართველი რეჟისორია, რომელიც ფილმის გადაღებებზე პროდიუსერის ასისტენტად მუშაობს.

რუსუდან პირველი: ვფიქრობ, ჰოლივუდის პროდუქციასთან შედარებით ეს დიდი რამ არ არის, მაგრამ ჩვენთვის ეს მართლაც უზარმაზარი მოვლენაა.

სკოტ ბივენი: კინოფილმს, რომელიც ამ ხანმოკლე კონფლიქტის მოვლენებზეა დაფუძნებული, არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქის, თბილისის სამთავრობო შენობებში და მათ გარშემო იღებენ, არამედ პატარა ქალაქებშიც, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა.

რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელმაც ”კერკეტი კაკალი-2” გადაიღო და რომელიც იმასთან, რაც საქართველომ გამოიარა გარკვეულ კავშირს გრძნობს.

რენი ჰარლინი: მე თვითონ პატარა ქვეყნიდან ვარ. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და ვიცი რა შეიძლება გადაიტანოს პატარა ქვეყანამ, ასეთი ომები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს: აფრიკაში, აზიაში, სამხრეთ-ამერიკაში. საქართველო მხოლოდ ერთი მაგალიათია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, მოყვე უნივერსალური ისტორია, რომელიც მთელს მსოფლიოში უამრავ ადამიანს აღელვებს.

სკოტ ბივენი: ქართველ რეჟისორს რუსუდან პირველს ძალიან უნდა იმის ნახვა, თუ რამდენად აისახება ისტორია ფილმში.

რუსუდან პირველი: ახლა მე შემიძლია ვნახო, თუ როგორ აკეთებს ამას ამერიკელი რეჟისორი, ხომ იცით ფილმებში ჩვეულებრივ ყველაფერი ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ ეს მართლაც ძალიან რეალურად გამოიყურება.

სკოტ ბივენი: საზღვრის იქით ბევრი რუსი ასევე ელოდება, რა გზავნილები იქნება ფილმში ომსა და მათ ქვეყანაზე.

ხალხის ხმა 1 (თარგმნილი): ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ გაკეთდება ეს ფილმი ამერიკული თვალთახედვიდან.

ხალხის ხმა 2: ეს მხატვრული ფილმია, ეს ჰოლივუდია, ეს მხოლოდ შოუა.

სკოტ ბივენი: ეს არ იქნება პირველი ფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომზე შეიქმნა. მთავრობის მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ტელეარხმა დაუკვეთა ასეთი ფილმი და ის მარტში უკვე გადაიღო.

ახლა, როდესაც უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სროლა გაჩერდა, პროპაგანდისტული ომი რუსეთსა და საქართველოს შორის გრძელდება. ერთი მხარე მეორეს კონფლიქტის ამბების შეთითხვნაში ადანაშაულებს და იმაშიც, თუ ვის უნდა დაედოს ბრალი.

არსებული დაძაბულობის ფონზე, ცნობილ რუს კინოკრიტიკოსს ანდრეი პლახოვს მიაჩნია, რომ ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე ფილმების გადაღება და ვარაუდობს, რომ მათ ისტორიული ავთენტიკურობა უნდა ჰქონდეთ.

ანდრეი პლახოვი: მე მგონია, რომ ახლა ძალიან რთულია პროპაგანდის თავიდან აცილება. უკეთესი იქნება დავიცადოთ, არა მხოლოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, არამედ საერთოდ. თუ 10-15 წელი დავიცდით, ჩვენ სიტუაციას სხვა თვალით შევხედავთ.

სკოტ ბივენი: მაგრამ, თუ ხელოვნების აზრი დებატების პროვოცირებაშია, მაშინ ეს ფილმი, როდესაც ეკრანებზე მოხვდება, ალბათ, ამას მოიტანს.

ეს იყო სკოტ ბივენი მოსკოვიდან.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა