მედიასაშუალებები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს უკვე რამდენიმე წელია ატარებენ, თუმცა, უმეტესწილად, ეს მცდელობები მხოლოდ საცდელ ფაზაში რჩებოდა. შედარებით ნაკლებად ცნობილ სტარტაპს, Symbolic.ai-ს, ამ რეალობის შეცვლა სურს. კომპანიამ ახლახან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა მედიაკონგლომერატ News Corp-თან, რომელსაც რუპერტ მერდოკი ფლობს.News Corp, რომლის ძირითად აქტივებს შორისაც MarketWatch, New York Post და The Wall Street Journal შედის, Symbolic-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის გამოყენებას თავის ფინანსური სიახლეების ჰაბში, Dow Jones Newswires-ში დაიწყებს. ზოგადად, News Corp-ი მედიაოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების მიმართ მზაობას აქტიურად გამოხატავს.

2024 წელს კომპანიამ OpenAI-სთან მრავალწლიანი პარტნიორობა გააფორმა, რომლის ფარგლებშიც საკუთარი მასალების ლიცენზირება ხელოვნური ინტელექტის კომპანიისთვის მოახდინა. გასული წლის ნოემბერში მედიაკონგლომერატმა მიანიშნა, რომ განიხილავს საქმიანობის გაფართოებას და მასალების ლიცენზირებას სხვა AI კომპანიებისთვისაც.




